ზღვარი (სერიალი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Fringe
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
რეჟისორი ჯ. ჯ. აბრაამსი, ალექს კურტზმენი, რობერტო ორსი
მონაწილეობენ ანა ტორვი
ჯოშუა ჯეკსონი
ჯონ ნობლი
ჯესიკა ნიკოლი
ლენს რედიკი
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 5
ეპიზოდი 100

ზღვარი არის სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ამერიკული სერიალი ჯეი ჯეი აბრაამსის რეჟისორობით.სერიალის პრემიერა შედგა 2008 წლის 9 სექტემბერს ა.შ.შ.-ში ტელეარხზე: FOX. მალე სერიალი იხილეს ავსტრალიაშიც 2008 წლის 17 სექტემბერს.თავიდან სერიალ "ზღვარის" სერიები უფრო დიდი ხანგრძლივობის იყო ვიდრე სხვა სტანდარტული დრამები,რომლებიც იყო მისაწვდომი ტელეარხებისათვის. ეს გახდა მიზეზად რეკლამების შემცირებისა, რამაც ნება მისცა დაემატებინათ დაახლოებით 6 წუთი ყოველ სერიაში. სერიალი გაგრძელდა მე-5, საბოლოო სეზონამდე. ტელეარხმა FOX-მა გამოიწერა 13 სერია რომლის პრემიერა შედგა 2012 წლის 28 სექტემბერს.

სერიალის მიმოხილვა[რედაქტირება]

სერიალში მოთხრობილია FBI-ის სპეც. აგენტზე ოლივია დანემზე, მეცნიერ უოლტერ ბიშოპსა და მის ვაჟ პიტერზე, რომლებიც იძიებენ ასპექტებს მეცნიერებისა სახელწოდებით "ზღვარს მიღმა". ისეთებს როგორიცაა: ტელეპატია, ლევიტაცია (ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ობიექტი ფიზიკური ძალის გამოყენებით გადადის გრავიტაციის საწინააღმდეგო მდგომარეობაში, ზედმეტი ფიზიკური მოქმედებების გარეშე), უხილაობა, რეინკარნაცია, გენეტიკური მუტაცია და ა.შ. მიმდინარეობს მთელი რიგი გამოუცნობი მოვლენებისა, სახელწოდებით «სქემა». «სქემაში» შედის ისეთი მოვლენები, როგორიცაა: დაბერების დაჩქარება (ახალდაბადებული ბავშვი წუთებში იზრდება და მალევე კვდება), აუხსნელი მოვლენები (ავტობუსი ივსება უცხო ნივთიერებით, რომელიც მყისიერად მყარდება და მგზავრებს აქცევს ისეთებად, როგორიცაა კოღო ქარვაში) და ბევრი სხვა ანომალიები.ეს ისე ჩანს, თითქოს ვიღაც ექპერიმენტებს ატარებს მთელ სამყაროზე, ოლივია, პიტერი და უოლტერი კი იბრძვიან რათა გამოიძიონ ეს უცნაური მოვლენები და დაადგინონ მათი წყარო... ისინი აღმოაჩენენ «სქემის» კავშირს კორპორაცია "Massive Dynamic"-თან, რომელიც აღმოჩნდება მიმდინარე გლობალურ-კვლევითი კომპანია, ბევრი ახალი და საჭირო ტექნოლოგიების პატენტებით. ანომალური მოვლენების გამოკვლევით, ისინი აღმოაჩენენ, რომ არსებობს პარალელური სამყარო, სადაც არის სხვა ოლივია დანემი და უოლტერ ბიშოპი... უოლტერმა გადმოიყვანა მეორე სამყაროდან სიკვდილს პირა მყოფი ავადმყოფი პიტერი, რამაც გამოიწვია დარღვება პარალელურ სამყაროებს შორის ბალანსისა... შედეგად ამისა გაჩნდა «სქემა»...

ქასთი[რედაქტირება]

ანა ტორვი - ოლივია დანემი[რედაქტირება]

ახალგაზრდა FBI-ის აგენტი, რომელსაც დაავალებენ გამოიძიოს გავრცელებული ამოუხსნელი მოვლენები სახელწოდებით «სქემა». ოლივია- მარტოხელაა, ამიტომ მთელ თავის დროს სამუშაოს უძღვნის. გააჩნია ამაღლებული გრძნობა სამართლიანობის მიმართ... დოქტორ ბიშოპის ცდას დროს, როდესაც მან დააკავშირა ოლივიას გონება მკვდარი აგენტის ჯონ სკოტისასთან, ოლივიამ მიიღო სხვისი ცნობიერების ნაწილი. ამის შედეგად მან ჯონის მოგონებები აღიქვა როგორც თავისი, საკუთარი... უოლტერის მეშვეობით ოლივიამ აღმოაჩა გზა ჯონის ტვინთან დასაკავშირებლად, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს მოგონებები საბოლოოდ ქრება. ბავშვობაში ოლივია იყო უილიამ ბელის ცდას მონაწილე, რომელსაც სხვა ბავშვებთან ერთად აძლევდნენ პრეპარატ "კორტეკსიფანი" , რათა შეენარჩუნებინათ მათთვის ტვინის ის ფუნქციები, რომლებიც ჩვეულებრივ ეკარგებოდათ ასაკში მატებასთან ერთად. ამის გამო ოლივიას გაუჩნდება განუსაზღვრელი ფსიქიკური შესაძლებლობები. მას ასევე შეუძლია გაარჩიოს საგნები ალტერნატიული რეალობიდან... როდესაც ის გაიხსენებს ბელთან შეხვედრას, ის იტყვის, რომ ის არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია გადავიდეს პარალელურ სამყაროში რაიმე უარყოფითი ეფექტების გამოუვლინებლად... ის დასახელდა მცველად უილიამ ბელის ჭიშკრისა, რათა დაიცვას ეს სამყარო, პარალელური სამყაროდან რაიმის შემოჭრისაგან... საუბრობს გერმანულ, ჩინურ და არაბულ ენებზე.

ჯონ ნობლი - უოლტერ ბიშოპი[რედაქტირება]

დაიბადა 1946 წელს,კემბრიჯში.IQ 196.განათლება მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში.მამამისი,დოქტორი რობერტ ბიშოპი იყო საბჭოთა ჯაშუში ნაცისტურ გერმანიაში.1943 წელს შეიცვალა გვარი და გერმანიიდან აშშ-ში გაიქცა. 70-90 წლებში უოლტერ ბიშოპი ჰარვარდის უნივერსიტეტში ატარებდა ცდებს,უილიამ ბელთან ერთად.1991 წელს მომხდარი ინციდენტის შემდეგ,მას ერთ-ერთი თანამშრომლის მკვლელობა დააბრალეს. რის შემდეგაც 17 წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა.17 წლის შემდეგ საავადმყოფოდან გამოჰყავს მის შვილს, პიტერ ბიშოპს.პიტერს მამამისის გამოყვანა სთხოვა FBI_ის აგენტმა ოლივია დანემმა,რომელსაც სჭირდება უოლტერის დახმარება.

ჯოშუა ჯეკსონი - პიტერ ბიშოპი[რედაქტირება]

უოლტერ ბიშოპის შვილი, IQ 190. კოლეჯს თავი დაანება აზარტული თამაშებში ვალების გამო. ის ყველაფრის ოსტატია... პიტერი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, არაბულ, სპარსულ, კანტონის, ესპანურ , ჩინურ და რუსულ ენებზე. ხშირად მისი თანდასწრებაა საჭირო, რათა მამამისმა შეძლოს მობილიზაცია და ახსნას მისი ჩახლართული სამეცნიერო ლაპარაკი, მისი მეშვეობით უოლტერი ახერხებს თავისი აღმოჩენების წარდგენას. პიტერს დიდად არ უყვარდა მამა, მას ის პატარაობაში ხშირად არ ყავდა გვერდით, მაგრამ თანდათან მამისადმი დამოკიდებულება თბება... მიუხედავად ამისა ის მაინც ეძახის მამამისს "უოლტერს". დანიშნულია ნაციონალური უსაფრთხოების კონსულტანტად, რათა შეძლოს ოფიციალურად შესვლა კვლევის სპეციალური ჯგუფის შემადგენლობაში. ზოგიერთი შემთხვევა აეჭვებს მას, რომ ის შეიძლება თვითონ არის მამამისის ერთ-ერთი ცდას მონაწილე. ერთ-ერთი ეპიზოდში ის აღმოაჩენს, რომ პიტერი ბავშვობაში კინაღამ მოკვდა გენეტიკური დაავადების იშვიათი ფორმით, მაგრამ მას არ ახსოვს ეს. ასევე რატომღაც უოლტერი სტუმრობს პიტერის საფლავს, სადაც მითითებულია გარდაცვალების თარიღად 1985 წელი. უოლტერის მტკიცებით მან აღმოაჩინა გზა პარალელურ სამყაროში გადასასვლელად, რათა ეპოვნა დაკარგული, ანუ ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში პიტერი მოკვდა ბავშვობაში გენეტიკური დაავადებით, ხოლო უოლტერმა შეცვალა ის ალტერნატიული სამყაროს პიტერით...

ჯესიკა ნიკოლი - ასტრიდი[რედაქტირება]

FBI-ის ახლაგაზრდა აგენტი.უოლტერისა და ოლივიას ასისტენტი.ძირითადად მუშაობს უოლტერთან ერთად ლაბორატორიაში.იცის ხუთი უცხოური ენა.კარგად ერკვევა კომპიუტერებში, რაც არაერთხელ ეხმარება გუნდს გამოძიებაში.ასტრიდი ერთადერთი პერსონაჟია ვისაც თავისი ორეული მოსწონს ალტერნატიული სამყაროდან.უმეტეს შემთხვევაში უოლტერს ასტრიდის ნამდვილი სახელი ავიწყდება, ამიტომ სხვა სახელებით მიმართავს:ასტრალი,ასგარდი,ასტეროიდი,ალექსი,ასიდ,ასტრო და სხვა.

ლენს რედიკი - აგენტი ბროილესი[რედაქტირება]

ჯინა[რედაქტირება]

ჯინა-ძროხა, რომელიც დაასჭირდა უოლტერ ბიშოპს, როდესაც მისი თხოვნით გაიხსნა ადრე დახურული ლაბორატორია ჰარვარდის უნივერსიტეტში. უცნობია ვინ დაარქვა ძროხას «ჯინა», მაგრამ პირველი ვინც მას ეს სახელი დაუძახა იყო ოლივია დანემი. პიტერ ბიშოპმა ახსნა, რომ გენეტიკურად ძროხა ძალიან გავს ადამიანებს, და მათზე შესაძლებელია მრავალი ისეთი ცდას ჩატარება, რომელთაც ატარებენ ხალხზე. მაგრამ ძროხა იმ შემთხვევაშია გამოსადეგარი, როცა კვლევების ჩატარება ადმიანებზე საშიშია. მიუხედავად ამისა სერიალში არ ჩანს, ჩაატარეს თუ არა ჯინაზე რაიმე ცდა.

დამკვირვებლები[რედაქტირება]

დამკვირვებლები არიან მეცნიერები შორეული მომავლიდან.ისინი ჩნდებიან მნიშვნელოვანი მომენტების დროს,მაგრამ არ ერევიან მათში.თუმცა ერთ-ერთი დამკვირვებლის,სექტემბრის შეცდომის გამო ყველაფერს საფრთხე დაემუქრება. სექტემბერი იყო უოლტერნეიტის ლაბორატორაში,როდესაც ის ქმნიდა წამალს პიტერისთვის. უოლტერნეიტმა შეამჩნია იგი და ყურადღება გადაიტანა მასზე,მან ვერ შეამჩნია რომ წამალი მოქმედებდა. უოლტერი უყურებდა ამ ყველაფერს პარალერულ სამყაროში და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა პიტერის წამოსაყვანად წასვლა. უოლტერს თან სექტემბერიც წამოყვა,რომელმაც ისინი გადაარჩინა, როდესაც გაყინულ ტბაში ჩავარდნენ.სექტემბერმა იმით ახსნა მისი საქციელი რომ პიტერი მნიშვნელოვანი იყო და ის უნდა გადარჩენილიყო.