ზურაბ ტაბატაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ ტაბატაზე
დაბადების თარიღი 15 მარტი, 1926 (1926-03-15) (98 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ზურაბ ტაბატაზე (დ. 15 მარტი, 1926, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1950-1956 წლებში შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის რკინიგზის სახლის მშენებლობაზე — მშენებელ ოსტატად, უბნის უფროსად; მუშაობდა შორეულ აღმოსავლეთში (სსრ კავშირის რკინიგზის ჯარებში სამსახურის დროს), ბატალიონის ინჟინრად, რკინიგზის ნაგებობათა კომპლექსის მშენებლობაზე — უფროს ინჟინრად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1957 წლიდან 21 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენის“ სისტემაში: იყო ტრესტ „თბილგაზმშენის“ N1 სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი, გაერთიანება „მთავართბილმშენის“ მთავარი ინჟინრის მოადგილე, გაერთიანების უფროსის მოადგილე ეკონომიკის საკითხებში; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში (შემდგომ ეკონომიკის სამინისტროში) ჯანდაცვის, სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო მრეწველობის განყოფილების მთავარ სპეციალისტად, განყოფილების უფროსად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შრომის ვეტერანი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 524

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]