ზურაბ კაციტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზურაბ კაციტაძე (დ. 28 აგვისტო, 1927, თბილისი) — ქართველი ექიმი.

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი; 1951 წელს კი საკავშირო დაუსწრებელი იურიდიული ინსტიტუტი (ვბზმ).

1949–1951 წლებშ იყო რუსთავის ბავშვთა პოლიკილინიკის ბავშვთა ექიმი; 1954–1956 წლებში სსრკ ჯანდაცვის სამედიცინო სასამართლოს მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1956–1961 წლებში თბილისის მთავარ სასამართლო მედიცინის ექსპერტი; 1961–1963 წლებში საქართველოს სანიტარიისა და ჰიგიენის კვლევითი ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების გამგე; 1963 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტი, 1964 წლიდან დოცენტი, 1970 წლიდან პროფესორი, 1972 წლიდან ამავე კათედრის გამგე. 89 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია, არის 4 სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული კონსულტანტი და 8 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. 1995 წლიდან არის გამომცემლობა „მედიცინის“ დირექტორი და გაზეთ „ჯანმრთელობის“ მთავარი რედაქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ტრასოლოგიური ექსპერტიზის მორფო–ფუნქციური საფუძვლები“, დაიცვა 1954 წელს ქალაქ მოსკოვში.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ადამიანის ვერტიკალური სტატისტიკისა და დინამიკის მორფოლოგიური საფუძვლები ფილოგენეზსა და ანთროპოგენეზში“, დაიცვა 1969 წელს მოსკოვის საკავშირო სამედიცინო აკადემიაში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამედიცინო საზოგადოება, პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1990 — მედიცინის დამსახურებული მოღვაწე
  • 1989 — საქართველოს სახელმწიფო პრემია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]