ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ვაკის რაიონი
უბანი დელისი
წინა სახელები სანდრო ეულის ქუჩა

ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ვაკის რაიონში (დელისი); შალვა ნუცუბიძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 70-იან წლებში და სანდრო ეულის სახელი დაერქვა.[1] 2017 წლის 28 აპრილს სანდრო ეულის ქუჩასა და მასთან არსებულ ორ შესახვევს მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძის სახელი მიენიჭა.[2] ქუჩაზეა კიბერნეტიკის ინსტიტუტი, აქ იყო მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის ინსტიტუტიც.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 67, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №139. საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2023