ზოტის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზოტის განძიVIII-IX საუკუნეებით დათარიღებული განძი, რომელიც აღმოჩენილია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში XX საუკუნის 90-იან წლებში. შედგება 11 მთელი მონეტისაგან და 1 რამდენიმე ფრაგმენტად დანაწილებული მონეტისაგან. განძი დაფლულია ჰიჯრით 195 წლის (გრიგორის კალენდრით 811 წელი) შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განძი დამარხული ყოფილა დიდი ქვის ქვეშ და ინახებოდა ქოთანში, რომლისგანაც ამჟამად შემორჩენილია ფრაგმენტები. მისი აღმოჩენის შესახებ ადგილობრივმა სტუდენტმა მიაწოდა ინფორმაცია ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს. განძი შედგებოდა დაახლოებით 150 მონეტისაგან, თუმცა განძის აღმომჩენმა საჯარო გახადა მხოლოდ 12 მონეტა. ამჟამად განძი ინახება ბათუმში, არქეოლოგიურ მუზეუმში.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

12 მონეტიდან 9 მოჭრილია ერაყის ზარაფხანაში, 1 — ჯიბალში და 2 — ამიერკავკასიაში. ყველაზე ადრეულია ჰიჯრით 147 წელს (გრიგორის კალენდრით 765 წელი) მოჭრილი მონეტა, ხოლო გვიანდელია ჰიჯრით 195 წელს (გრიგორის კალენდრით 811 წელი) მოჭრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, VI, ბათუმი 2016, გვ. 11-15