ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი | |
|---|---|
| დაარსდა | 1994 |
| მდებარეობა | ბათუმი, საქართველო |
| ექსპონატი | 13 935 |
| კლასიფიკაცია | ისტორიული |
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი – არის მუზეუმი ბათუმში, საქართველო. დაარსდა 1994 წელს.
მუზეუმში დაცულია აჭარისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე (ფიჭვნარი, ნამჭედური, ხიხაძირი, კვაშტა და სხვა) საქართველო-ინგლისის ერთობლივი არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი უნიკალური მასალა მოყოლებული ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორის: ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტების უნიკალური ნიმუშები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი და სხვა.