ზანდარაკი
ზანდარაკი | |
---|---|
კოორდინატები: 42°51′01″ ჩ. გ. 42°10′59″ ა. გ. / 42.85028° ჩ. გ. 42.18306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2755 მ |
ქედი | ეგრისის ქედი |
ზანდარაკი, რკინის ჯვარი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედის დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე 2755 მ. ზანდარაკის მიდამო აგებულია ბაიოსური პორფირიტების, ტუფ-ბრექჩიების, ტუფ-კონგლომერატებისა და ტუფ-ქვიშაქვებისაგან. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. ზანდარაკის უღელტეხილი აკავშირებს მდინარეების მაგანისა (ენგურის მარცხენა შენაკადი) და თხეიშის (ხაიშურის ერთ-ერთი მდგენელი) ხეობებს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 306–307.