ზამის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზამის ბრძოლა

ზამის ბრძოლა — ბრძოლა რომაელებსა და კართაგენელებს შორის ძვ. წ. 202 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ზამასთან (ჩრდილოეთი აფრიკა, კართაგენის სამხრეთ-დასავლეთით 120 კმ-ზე, ახლანდელი ელ-კეფის რაიონი). რომაელებს სარდლობდა პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელი უფროსი, კართაგენელებს - ჰანიბალი. თითოეულს 35-40 ათ. მეომარი ჰყავდა. ბრძოლის წინ რომაელებს მიემხრო აღმოსავლეთ ნუმიდიის მეფე მასინისა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა რომაელების გამარჯვებაში. რომელების ცხენოსანმა ჯარმა გაანადგურა მოწინააღმდეგის ცხენოსანთა ჯარი და კართაგენელების მთავარ ძალებს ზურგიდან დაარტყა. ზამის ბრძოლამ საბოლოოდ რომის სასარგებლოდ გადაწყვიტა მეორე პუნიკური ომის ბედი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]