ვოპროსი იაზიკოზნანია (ჟურნალი)
ვოპროსი იაზიკოზნანია (რუს. «Вопросы языкознания» „ენათმეცნიერების საკითხები“) — რუსეთის მთავარი საენათმეცნიერო ჟურნალი, რომელიც გამოდის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ-ფილოლოგიური განყოფილების ეგიდით.
ჟურნალის პერიოდულობა წელიწადში 6 ნომრით შემოიფარგლება. „ვოპროსი იაზიკოზნანია“ გამოდის 1952 წლიდან, ენათმეცნიერების ყველა ნაწილში აქვეყნებს თეორიული ხასიათის სტატიებს, მიმოხილვებს, რეცენზიებს.
ამჟამად ჟურნალის რედაქტორი არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ტ. ნ. ნიკოლაევა, ხოლო მთავარი რედაქტორის მოადგილეები კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ვ. ა. ვინოგრადოვი და ა. ე. კიბრიკი არიან.
ჟურნალ „ვოპროსი იაზიკოზნანიას“ რედაქცია მდებარეობს ქალაქ მოსკოვში.
მთავარი რედაქტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1952—1969 წწ. — ვ. ვ. ვინოგრადოვი.
- 1970—1971 წწ. — ვ. მ. ჟირმუნსკი.
- 1971—1982 წწ. — ფ. პ. ფილინი.
- 1983—1986 წწ. — გ. ვ. სტეპანოვი.
- 1988—1994 წწ. — თ. გამყრელიძე.
- 1994—1996 წწ. — ნ. ი. ტოლსტოი.
- 1997—2002 წწ. — ო. ნ. ტრუბაჩოვი.
- 2002—2016 წწ. — ტ. მ. ნიკოლაევა.
- 2016 წლიდან — ა. ვ. პლუნგიანი.