ვლადიმირ მაკეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმირ მაკეი
ვლადიმირ მაკეი
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 აგვისტო, 2012 – 26 ნოემბერი, 2022
პრეზიდენტი  ალექსანდრე ლუკაშენკო

დაბადებული5 აგვისტო, 1958
ნიეკრაშევიცი, ბელორუსიის სსრ
გარდაცვლილი26 ნოემბერი, 2022 (64 წლის)
განათლებამინსკის სახელმწიფო ლინგვისტიკური უნივერსიტეტი

ვლადიმირ მაკეი (დ. 5 აგვისტო, 195826 ნოემბერი, 2022) — ბელარუსი პოლიტიკოსი, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი 2012-2022 წლებში, პოლკოვნიკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმირ მაკეი დაიბადა 1958 წლის 5 აგვისტოს. 1980 წელს დაამთავრა მინსკის უცხოურ ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.[1] მაკეი მსახურობდა როგორც საბჭოთა, ისე დამოუკიდებელი ბელარუსული არმიის შეიარაღებულ ძალებში. 1993 წელს სამხედრო მოღვაწეობა პოლკოვნიკის რანგში დაასრულა. ამავე წელს დაამთავრა ავსტრიის დიპლომატიური აკადემია.[2] მაკეი სამინისტროს არაერთ დეპარტამენტში მუშაობდა მდივნის თანამდებობაზე (ინფორმაცია და ჰუმანიტარული კოოპერაცია, ანალიზი და პროგნოზი, მინისტრის ოფისი, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური). 1996-1999 წლებში მუშაობდა კონსულად (ბელარუსის საელჩო საფრანგეთში), და პარალელურად იყო ბელარუსის წარმომადგენელი ევროპის საბჭოში. [2] 2000-2008 წლებში მაკეი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ასისტენტი იყო, რის შემდეგაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაინაცვლა, სადაც 2012 წლამდე დარჩა.[2] 2012 წლის 20 აგვისტოდან ხდება საგარეო საქმეთა მინისტრი.[2]

ფლობდა ბელარუსულ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.[3]

გარდაიცვალა 2022 წლის 26 ნოემბერს, 64 წლის ასაკში.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Биографии Юрия Жадобина, Вадима Зайцева и Владимира Макея (Jul 15, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 19, 2008. ციტირების თარიღი: Aug 15, 2020
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Belarusian foreign minister Vladimir Makei passes away — BelTA. ციტირების თარიღი: 2022-11-26
  3. Minister and Deputy Ministers. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 4, 2011. ციტირების თარიღი: Aug 15, 2020
  4. Belarus foreign minister Makei dies. Reuters (26 November 2022). ციტირების თარიღი: 26 November 2022