ვლადიმერ ლექვინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე ლექვინაძე (ლეკვინაძე) (დ. 1875 — გ. 1921) — ქართველი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი.

წარმომავლობით იყო ქუთაისის გუბერნიის გლეხობიდან. ქუთაისის გიმნაზიაში ზოგადი დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი. 1894 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. სხვადასხვა დროს მსახურობდა ელიზავეტპოლის 156-ე, ტამბოვის 122-ე, ფოთის სარეზერვო 257-ე, გორის 202-ე ქვეით პოლკებში.[1] მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და I მსოფლიო (1914-1918) ომებში. ორივე ომში დაიჭრა. 1915 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება, იყო სამხედრო-საველე სასამართლოს თავმჯდომარე. საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ ლექვინაძე გახდა ბოლშევიკური ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი:[2] საქართველოს საგანგებო კომისიამ ლექვინაძე „რევოლუციური მართლმსაჯულების“ სახელით დახვრიტა.[3] დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (წარწერით „მამაცობისთვის“), წმ. სტანისლავის III და წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაბთით) ხარისხის ორდენებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Леквинадзе Владимир Дмитриевич, „Памяти героев Великой войны 1914–1918“.
  2. გაზ. „დამოუკიდებელი საქართველო“, 1926, №5. – გვ. 7.
  3. გაზ. „კომუნისტი“, 1921, №250. – გვ. 4.