ვლადიმერ კონიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმერ გრიგოლის ძე კონიაშვილი, კონიევი (დ. 22 იანვარი, 1868, — გ. 12 დეკემბერი, 1914) — ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკი.

დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი (1890). მსახურობდა კავკასიის მე-5 სარეზერვო ქვეით კადრირებულ ბატალიონში, შემდეგ თენგის 77-ე ქვეით პოლკში (დისლოკაციის ადგილი — ქ. ახალციხე). მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. კაპიტანმა კონიაშვილმა თავი გამოიჩინა ოლთისთან ბრძოლაში 1914 წლის 8 დეკემბერს. ამავე შეტაკებაში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა ყარსის ციხესიმაგრის სამხედრო ჰოსპიტალში. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება და დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (1916).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სახალხო ფურცელი (სურათებიანი დამატება)“. – 1915. – №31-8 (ამონარიდი ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელიდან“)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]