ბაჰმანის სასულთნო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაჰმანის სასულთნოს რუკა

ბაჰმანის სასულთნო — პირველი მუსლიმური სასულთნო ინდოეთის სამხრეთში. დაარსდა 1347 წ. დასავლეთ დეკანის რაჯების მიერ, რომლებიც დელის სასულთნოს აუჯანყდნენ. 1518—1527წ.წ. ბაჰმანის საულთნოს დაცემის შემდეგ, მის ადგილას აღმოცენდნენ ბიჯაპურის, ბერარის, აჰმადნაგარის, ბიდარის და ჰოლკონდის სასულთნოები.

სასულთნოს სათავეში იდგნენ ბაჰმანთა დინასტიის სულთნები, რომელთა სატახტო ქალაქს წარმოადგენდა ქალაქი გულბარგა. 1429 წელს დედაქალაქი გადავიდა ბიდარში. მდინარე კრიშნას სამხრეთით გადაჭიმული იყო ვიჯაიანაგარის იმპერია, რომელთანაც მთელი არსებობის მანძილზე სასულთნო აწარმოებდა მწვავე ბრძოლებს.

1470–ანი წლების დასწაყისში ბაჰმანიდების სასულთნოსა და მის მთავარ ქალაქებში — ბიდარსა და ჰოლკონდაში — სავაჭრო მიზნებით იმოგზაურა ტვერელმა ვაჭარმა ათანასე ნიკიტინმა. მისი მოგზაურობა აღწერილია თხზულებაში " მოგზაურობა სამ ზღვას მიღმა".

ბაჰმანიდების დინასტია[რედაქტირება]

  • ალა უდ–დინ ალი–შაჰი, კაიკაუსას ვაჟი, სულთანი დჰაპური 1341—1347
  • სიკანდარ უს–სანი ალა უდ–დინ აბუ–ლ–მუზაფარ ჰასან ბაჰმან–შაჰი, კაიკაუსას ვაჟი, დეკანის სულთანი 1347—1358
  • მუჰამად–შაჰი I, სიკანდარ უს–სანი ალა უდ–დინ აბუ–ლ–მუზაფარ ჰასან ბაჰმან–შაჰის ვაჟი, დეკანის სულთანი 1358—1375
  • ალა უდ–დინ მუჯაჰიდ–შაჰი, მუჰამად–შაჰი I–ის ვაჟი, დეკანის სულთანი 1375—1378
  • დაუდ–შაჰ I, სიკანდარ უს–სანი ალა უდ–დინ აბუ–ლ–მუზაფარ ჰასან ბაჰმან–შაჰის ვაჟის მაჰმუდ–ხანის ვაჟი, დეკანის სულთანი 1378
  • მუჰამად–შაჰი II, სიკანდარ უს–სანი ალა უდ–დინ აბუ–ლ–მუზაფარ ჰასან ბაჰმან–შაჰის ვაჟის მაჰმუდ–ხანის ვაჟი, დეკანის სულთანი 1378—1397
  • გიიას უდ–დინ ტაჰმატან–შაჰი, მუჰამად–შაჰი II–ის ვაჟი, დეკანის სულთანი 1397
  • შამს უდ–დინ დაუდ–შაჰ II, მუჰამად–შაჰი II–ის ვაჟი, დეკანის სულთანი 1397
  • თაჯ უდ–დინ ფირუზ–შაჰი, სიკანდარ უს–სანი ალა უდ–დინ აბუ–ლ–მუზაფარ ჰასან ბაჰმან–შაჰის ვაჟი, დეკანის სულთანი 1397—1422
  • შიჰაბ უდ–დინ აჰმად ვალი–შაჰი, სიკანდარ უს–სანი ალა უდ–დინ აბუ–ლ–მუზაფარ ჰასან ბაჰმან–შაჰის ვაჟის აჰმად–ხანის ვაჟი, დეკანის სულთანი 1422—1436
  • ალა უდ–დინ აჰმად–შაჰ III, შიჰაბ უდ–დინ აჰმად ვალი–შაჰის ვაჟი, დეკანის სულთანი 1436—1458
  • ალა უდ–დინ ჰუმაიონ სალიმ–შაჰი, ალა უდ–დინ აჰმად–შაჰ III–ის ვაჟი, დეკანის სულთანი 1458—1461
  • ნიზამ უდ–დინ აჰმად–შაჰ IV, ალა უდ–დინ ჰუმაიონ სალიმ–შაჰის ვაჟი, დეკანის სულთანი 1461—1463
  • შამს უდ–დინ მუჰამედ–შაჰ III, ალა უდ–დინ ჰუმაიონ სალიმ–შაჰის ვაჟი, დეკანის სულთანი 1463—1482
  • შიჰაბ უდ–დინ მაჰმუდ–შაჰი, შამს უდ–დინ მუჰამედ–შაჰ III, დეკანის სულთანი 1482—1518
  • აჰმად–შაჰ V, შიჰაბ უდ–დინ მაჰმუდ–შაჰის ვაჯი, დეკანის სულთანი 1518—1520
  • ალა უდ–დინ მუჰამედ–შაჰ IV, აჰმად–შაჰ V–ის ვაჟი, დეკანის სულთანი 1520—1523
  • ვალი–ალა–შაჰი, შიჰაბ უდ–დინ მაჰმუდ–შაჰის ვაჟი, დეკანის სულთანი 1523—1526
  • კალიმ–ალა–შაჰი, შიჰაბ უდ–დინ მაჰმუდ–შაჰის ვაჟი, დეკანის სულთანი 1526—1527

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]