ვიტრას დიზაინის მუზეუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუზეუმის შენობის ხედი გვერდიდან, ფრენკ გერის პროექტი.
ეერო საარინენნის "სკამი-ყაყაჩო".

ვიტრას დიზაინის მუზეუმი (Vitra Design Museum) — მდებარეობს ვეილ-ამ-რაინზე, გერმანია. დაარსდა 1989 წელს ვიტრას აღმასრულებელი ხელმძღვანელი როლფ ფელბაუმის მიერ როგორც დამოუკიდებელი კერძო ფონდი. კორპორაცია ვიტრა უზრუნველჰყოფს მას ფინანსური სუბსიდიებით, ვიტრას არქიტექტურით და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტით. მუზეუმის ბერლინის განყოფილების გახსნა დაგეგმილია 2007 წელს.

კოლექცია და ღონისძიებები[რედაქტირება]

მუზეუმის კოლექციის ფოკუსი ავეჯსა და ინტერიერის დიზაინზეა. მის ძირითად ბირთვს შეადგენს აშშ-ის დიზაინერების ჩარლზ და რეი იმსების დანატოვარი, ჯორჯ ნელსონის, ალვარ აალტოს, ვერნერ პანტონის, დიტერ რამსის, ჟან პრუვესა და მიქაელ თონეს მრავალრიცხოვანი ნამუშევრები. აქ თავმოყრილია თანამედროვე ავეჯის დიზაინის მსოფლიოში უდიდესი კოლექცია, რომელიც მოიცავს ნიმუშებს ყველა მნიშვნელოვანი პერიოდიდან და სტილიდან მე-19 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე.

ეს ნამუშევრები, რომლებიც თავდაპირველად როლფ ფელბაუმის საკუთრებას წარმოადგენდა, მუდმივად გამოფენილი არ არის, ზოგიერთი რჩეული დიზაინერული სკამის გარდა, რომელთა ნახვა ზაჰა ჰადიდის სახანძროს სადგურში შეიძლება ვიტრას ტერიტორიაზე. მათ ნაცვლად, მუზეუმი დროებით გამოფენებს აწყობს, რომელთა ფოკუსი ერთი რომელიმე დიზაინერია, ხშირად სხვა მუზეუმების კოლექციებიდან ნასესხები ექსპონატებით. შესაბამისად, კოლექციის დანარჩენი ნაწილი სხვა მუზეუმებზეა გასესხებული მსოფლიოს გარშემო დროებითი გამოფენებისთვის.