ვიტორიო ამადეო II (სარდინია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიტორიო ამადეო II

ვიტორიო ამადეო II ფრანჩესკო (იტალ.: Vittorio Amadeo II Francesco) (* 14 მაისი 1666, ტურინი; † 31 ოქტომბერი 1732, რივოლი) – იყო სალუცოს და მონფერატოს მარკიზი, აოსტას, მორიანას და ნიცას გრაფი, პიემონტის პრინჩიპე (თავადი) და სავოიის ჰერცოგი 1675-1720 წ.წ.,სიცილიის მეფე 1713-1720 წ.წ. და სარდინიის პირველი მეფე 1720-11730 წ.წ.


ბიოგრაფია[რედაქტირება]

ვიტორიო ამადეო სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე II-სა და მისი მეუღლის, მარია ბატისტას ვაჟი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ 1675 წელს იგი სავოიის ჰერცოგი გახდა. პირველი მმართველობა გაგრძელდა 1720 წლამდე. 1713 წელს იგი სიცილიის მეფედ ეკურთხა, ვინაიდან ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომის დასრულების შემდეგ უტრეხტის ზავის მიხედვით სიცილია სავოიას გადაეცა. ვიტორიო ამადეომ სიცილიის ტახტზე უარი თქვა, მას შემდეგ რაც იგი კუნძულ სარდინიის სანაცვლოდ გადასცა ჰაბსბურგებს. 1720 წელს ვიტორიო ამადეო სარდინიის პირველ მეფედ ეკურთხა.

ვიტორიო ამადეო II დაქორწინებული იყო ანა დ’ორლეანზე, რომელთანაც შეეძინა შვილები:

გარდა ამისა ვიტორიო ამადეო II-ს 2 უკანონო შვილი ჰყავდა:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]