ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2013/განხილვა:საირმე (წყლები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

სტატიაზე კომპანია საირმესგან გვაქ ოფიციალური ლიცენზია საირმის წყალზე,შესაბამისად აღნიშნულ სტატიაზე გვაქ თანხმობა და ვითხოვთ რომ მოგვცეთ უფლება ამ სტატიის გამოქვეყნებისა,ხოლო უკვე არსებულ ამავე სახელწოდების სტატია არ არის შექმნილი ჩვენს მიერ . გთხოვთ გადახედოთ ჩვენ თხოვნას,მადლობა.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა M.tchalaganidze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ლიცენზია რას ჰქვია? მეორე - წერია საშინელი ენით, რომელიც არ შეესაბამება ვიკიპედიას. მესამე - ორი სხვადასხვა სტატიის ერთ თემაზე შექმნა არ შეიძლება. არსებულ სტატიას ემატება ინფორმაცია, რომელიც მასში არ არის. მაგრამ ამ სტატიაში თხრობა საერთოდ არ შეესაბამება ვიკიპედიურს. მაგალითად

იცით თუ არა რომ, სანამ თქვენს სუფრამდე მოაღწევდა საირმეს საუკუნეები დასჭირდა?! დიახ, წყალი, რომელიც ახლა ბოთლში შუშხუნებს ის წვიმაა, რომელმაც მრავალი ასეული წლის წინ იწვიმა, ჯერ კიდევ მაშინ როცა ეკოლოგია უსაფრთხო გახლდათ. ქანებში ღრმად ჩასული იგი საუკუნეების მანძილზე ინახავდა პირველქმნილ სიჯანსაღეს, გადიოდა სხვდასხვა გზებსა და სხვდასხვა პროცესებს, ბოლოს კი უაზარმაზარი წრის გავლის შემდეგ დაგვიბრუნდა, რათა ჩვენი თანამედროვეობისთვისაც გაეზიარებინა ქართული ბუნების მადლი.საირმე მცირე კავკასიონის გულში, საქართველოს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.კურორტი საირმე ზღვის დონიდან 950 მეტრის სიმაღლეზე გაშენებული ამ მიდამოებში მრავალი უძველესი ეკლესი-ამონასტრია, რაც ბუნების გამაოგნებელ მშვენიერებასთან ერთად არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის ტურიზმის განვითარებისათვის.დასავლეთ საქართველოს უძველესი ქალაქიდან, ქუთაისიდან საირმე დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. კურორტი მრავალ ჰექტარზეა გადაჭიმული და შერეული ტყითაა გარშემორტყმული. საირმე ნოტიო სუბტროპიკულ ოლქს მიეკუთვნება ,ჰავა რბილია და ზომიერი - ზამთარი შედარებით თბილი, ზაფხული კი - გრილი.

აი ეს არის აბსოლუტურად ამოვარდნილი თხრობა. რომელიმე არსებულ სტატიას გადახედეთ და ნახეთ - სადმე წერია ასეთი ენით? --H.McC. განხილვაწვლილი 08:58, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია,შევეცდებით შევცვალოთ არსებული გაუმართავი ტექსტი ,მადლობაწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა M.tchalaganidze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ამ სახით სტატია წასაშლელია. ვიკიპედია არც გაზეთია და არც სარეკლამო საშუალაბა. — მიხეილ მიწერა 09:08, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

კარგით,გასაგებია,მადლობა

ტუ

შეცვლაც არ უშველის. ინფორმაცია, რომელიც აკლია სტატიას საირმე (წყალი), უნდა დაემატოს. ეს შესაძლოა, იყოს ფაქტები, რომლებიც სტატიას ამჟამად აკლია. მაგრამ ეს უნდა იყოს ნეიტრალური აზრის მატარებელი ფაქტები, თუნდაც ისტორიული. --H.McC. განხილვაწვლილი 09:13, 18 აპრილი 2013 (UTC) ანუ ,თუ შესაძლებელია დაემატოს არსებულ საირმე(წყალი)-ს კიდევ ინფორმაცია ,მაშინ მოპოვებულ ისტორიულ და არსებულ ინფორმაციულ ფაქტებს დავაკორექტირებთ და დავამატებთ თუ შესაძლებელია.[უპასუხე]

შესაძლებელია და დასაშვებია, არავინ არაფერს წაშლის, ოღონდ არ დაგავიწყდეთ ნეიტრალური თვალსაზრისის გათვალისწინება --H.McC. განხილვაწვლილი 09:38, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

კარგით,ძალიან დიდი მადლობა

ძალიან დიდი ბოდიში რომ შეგაწუხეთ,მაგრამ კიდევ ერთი კითხვა მაქ,რომ შეიქმნას სტატია სახელით საირმე (მინერალური წყალი) მაინც არ შეიძლება...?

ველოდები თქვენს პასუხს,და თუ შეგიძლიათ რეკომენდაცია მომცეთ სათაურთან დაკავშირებით ...კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დროისთვის რომელიც დამითმეთ.

არ შეიძლება, ეს არ არის ვიკიპედიის მოქმედების მექანიზმი. ასე რომ იყოს დაშვებული, შემოვიდოდა ხალხი და დაწერდა 10 სხვადასხვა სტატიას ვთქვათ, იოსებ სტალინზე - როგორც ნეიტრალური, ასევე პრო-სტალინისტური ტონით. წარსულში თქვენს გარდა მრავალი სხვა ადამიანი მოსულა (მაგალითად ბანკების წარმომადგენლები) და დაუწერიათ მსგავსი არავიკიპედიური შინაარსის მქონე სტატიები. მიუხედავად ამისა, ყველაფერი დავამუშავებინეთ და ახლა უკვე სტანდარტებს შეესაბამება. იგივე უნდა მოხდეს თქვენს შემთხვევაშიც. --H.McC. განხილვაწვლილი 20:36, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გვერდის სათაური უნდა იყოს „საირმე (წყალი)“, ისევე როგორც „ბორჯომი (წყალი)“. ყველა სხვა დანარჩენი შესაძლო სათაურიდან მოხდება ამ სათაურზე გადამისამართების გაკეთება და ძიებისას მკითხველი მაინც ამ სტატიაზე მოხვდება. — მიხეილ მიწერა 20:38, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]


გასაგებია,უკაცრავად მაგრამ კიდევ იცით რა მაინტერესებს,არსებული სტატიის რედაქტირების შემთხვევაში,მონაცემების განახლება როდის მოხდება?

კონსტრუქციული, სწორი რედაქტირებების შემთხვევაში მყისიერად. — მიხეილ მიწერა 07:33, 19 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

კარგით,ძალიან დიდი მადლობა დახმარებისათვის.

რა მიზეზით უნდა იყოს საირმე (წყალი) და საირმე (წყლები) ორი სხვადასხვა სტატია?--GagaVaa განხილვაწვლილი 07:10, 21 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

მემგონი მომხმარებელს გონია, რომ რადგან საირმე წყალი არ არის კომპანიის ოფიალური პირის მიერ დაწერილი ამიტომ უნდა შეიქმნას ახალი სტატია(?).--GagaVaa განხილვაწვლილი 07:12, 21 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

სტატია წაიშალაოთოჯი განხილვა 13:19, 23 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]