საირმე (წყალი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საირმე (მრავალმნიშვნელოვანი).
საირმე
Бутилированная Саирме.jpg
ტიპი: მინერალური წყალი
დევიზი: „გაიზიარეთ ქართული ბუნების მადლი“
დაფუძნდა: 1945
მდებარეობა: საქართველო

საირმე“ — ნახშირორჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წაბლარისწყალის (მდინარე ხანისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, კურორტ საირმესთან.

ისტორია[რედაქტირება]

უძველესი პერიოდი[რედაქტირება]

საირმის წყლების შესახებ პირველი ცნობები XIX საუკუნის საუკუნის 90-იან წლების წყაროებში გვხვდება. იმერეთში ტყეებში მონადირეებმა შენიშნეს, რომ ირმებს ამოჩემებული ჰქონდათ ერთი ადგილი, სადაც ხშირად მიდიოდნენ. ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად, საირმის წყალი დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა მონადირე ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გაწითლებულ ქვებზე მიედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. სწორედ მათი სიმრავლის გამო უწოდეს ამ ადგილს საირმე.

საოცარი მოვლენების გამო აქაურობას მწყემსებმაც მიაქციეს ყურადღება: მათ შეამჩნიეს, რომ ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანედ ბიბინებდა, თოვლს არ დებდა, მიწა კი წვიმის გადაღებიდან რამდენიმე წუთში მშრალი იყო. „ჯადოსნური ველის“ საიდუმლოს 20-იან წლებში აეხადა ფარდა, როდესაც გეოლოგებმა მიწაში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.

საირმის წყლების მეცნიერული შესწავლის პირველი მცდელობა ვინმე ექიმ კელენჯერაძის სახელს უკავშირდება ბაღდათელი კელენჯერაძე იმხანად ჯერ ისევ სტუდენტი იყო. სწორედ მან წაიღო 1912 წელს პეტერბურგში გამოსაკვლევად ნიმუშები. მათ პეტერბურგის სამხედრო აკადემიის პროფესორმა ცვეტმა პირველი ქიმიური ანალიზი ჩაუტარა. აღმოჩნდა რომ წყალი სამკურნალო თვისებებით იმ დროისთვის სახელგანთქმულ „ნარზანს" სჯობდა, თავად ერისთავის სამფლობელოდან გაგზავნილი ნიმუშებით პეტერბურგში დაინტერესდნენ, მომდევნო წლებში საირმის წყლების შესწავლით ლატვიელი მეცნიერი რობერტს კუპცისი დაკავდა. იგი იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ბრძანებით იკვლევდა კავკასიის, კერძოდ კი საქართველოს მინერალურ წყლებს.

რობერტს კუპცისმა შესწავლა იმ დროისათვის არსებული სამეცნიერო მიღწევების შესაბამის მაღალ დონეზე აწარმოა, რაც იოლი საქმე სულაც არ იყო - მთებში საცალფეხო ბილიკებით, საჭირო მოწყობილობის და ინსტრუმენტების ატანა ზოგჯერ წარმოუდგენელ ძალისხმევასაც მოითხოვდა. კუპცისის მიერ ჩატარებულ გამოკვლევებს, სინჯების ქიმიურ ანალიზს და მათ შედარებას პოპულარულ ევროპულ წყლებთან, ახლდა რაოდენობრივი გაანგარიშებები იმის შესახებ, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო წყლის სამრეწველო ათვისება.

ჩამოსხმა და წარმოება[რედაქტირება]

საირმის წყლის მოხმარება 1893 წლიდან დაიწყო. მინერალური წყალი პრიმიტიულად ისხმებოდა ფარდულებში, სადაც საჭაპანო გზებით და ცხენებით ჩამოჰქონდათ. ქარხნული წესით წყალი პირველად 1945 წელს ჩამოასხეს. 1954 წელს კი დასრულდა ქარხნის მშენებლობა. იმხანად ქსელში 400 ათასი ცალი ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული დაუმუშავებელი წყალი გადიოდა. შემდგომ ქარხანა ბოთლის წარმოების სისტემით აღიჭურვა, რომელიც თანდათან შეიცვალა და უფრო მოდერნიზებული გახდა. პროდუქცია საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რეგიონში იგზავნებოდა.

საირმის ქარხნული წესით ჩამოსხმა 1945 წელს დაიწყო.

საბჭოთა კავშირისდაშლას და სოციალისტური სისტემის ნგრევას ქარხნის გაჩერება მოჰყვა. 1998 წლიდან, პრივატიზაციის შემდეგ, დაიწყო „საირმის“ ქარხნის მოდერნიზება და მომხმარებლისა და პოპულარობის დაბრუნებაზე ზრუნვა; განახლდა არსებული შენობა-ნაგებობების ინტერიერი და ექსტერიერი. 2010 წლიდან საირმის ქარხანაში საფუძვლიანი ცვლილებები განხორციელდა: ჩატარდა სრული რეინვენტარიზაცია, შეიცვალა საირმის მინერალური წყლის ჩამოსასხმელი მოწყობილობა და საწარმო ავტომატიზებული დანადგარებითა და კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა. მთლიანად განახლდა ლაბორატორია, სადაც რეგულარულად მოწმდება წყლის ხარისხი; მკაცრად კონტროლდება ბოთლებში ჩამოსხმის პროცესიც.

საბადოები[რედაქტირება]

"საირმის" სამკურნალო წყალი კურორტისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წყაროდ გადმოედინება. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ქიმიური შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით.

  • საირმე (შუშა - 0,5 ლ, 0,3 ლ; პეტ - 0,5 ლ, 1 ლ და 2 ლ);
  • საირმის ნაკადულები (შუშა - 0,5 ლ; პეტ - 0,5ლ, 1,5ლ).

სამკურნალო თვისებები[რედაქტირება]

გაზირებული მინერალური წყალი მიზანშეწონილია ნივთიერებათა ცვლის ბალანსის რეგულირებისთვის. პროდუქტი გაჯერებულია კალციუმის ბიკარბონატით, რომელიც ძვლოვან სისტემას ამაგრებს და ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შეჩერებას. გაზირებული მინერალური წყალი გამოიყენება ღვიძლის, შარდსადენი გზების, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის დარღვეული ფუნქციების აღსადგენად; ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი მავნე პროდუქტების გამოყოფას.

  • საირმის ნაკადულები - წყაროს წყალი (არაგაზირებული) ზღვის დონიდან 2000 მ-ის სიმაღლიდან მოედინება. „საირმის ნაკადულები“ სასარგებლო მინერალებით მდიდარ მიწისქვეშა ქანებში ჩაედინება, სადაც ბუნებრივ მინერალიზაციას გადის და წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეების სიღრმეში, მდინარე წაბლარასწყლის ხეობაში ამოედინება. გამოიყენება გამაჯანსაღებელი პროცედურების დროს და, ასევე, კოსმეტოლოგიაში.

წყლის დახასიათება[რედაქტირება]

ქიმიური შემადგენლობა (წყარო № 3):

\mathrm{CO_2 1M_{3,3} \frac{HCO_3 42C16SO_4 1} {Na\ 33Mg9Ca8} T12^\circ C}

საბადოს ტეროტორიაზე განვითარებულია შუაეოცენური მასიური ტუფები და ტუფქვიშაქვები, რომლებითაც აგებულია განედური მიმართების საირმის ანტიკლინი. წყლის მინერალიზაცია იცვლება 1,6 გ/ლ-იდან (ჭაბურღილი ნამარნისხევში, ცენტრალური წყაროებიდან 400 მ მოშორებით) 9,5 გ7ლ-მდე (ჭაბურღილი № 4). ცვალებადია წყაროების დებიტიც. საბადოს წლიური დებიტი დაახლოებით 700 ლ შეადგენს. „საირმეს“ სამკურნალოდ იყენებენ როგორც ადგილზე, ისე ბოთლებში ჩამოსხმულს. საბადოს ბაზაზე მუშაობს კურორტი საირმე და მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა. სამედიცინო ჩვენება: საშარდე გზებისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ქრონიკული დაავადებანი.

ლიტერატურა[რედაქტირება]