ვიკიპედია განხილვა:რჩეული სტატიები/წესები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატიის კენჭისყრაში მონაწილეებზე არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა? დღეს, მაგალითად, ერთ-ერთ კანდიდატ სტატიას ხმა მისცეს მომხმარებლებმა, რომლებიც დღეს დარეგისტრირდნენ და სხვა წვლილი არ აქვთ. დავუშვათ, კერძოდ ამ შემთხვევაში წაიკითხეს სტატია, მოეწონათ და გადაწყვიტეს დარეგისტრირებულიყვნენ და ხმა მიეცათ, მაგრამ მომავალში რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ხომ არ აჯობებს წვლილზე და/ან რეგისტრაციის ვადაზე თუნდაც მცირე შეზღუდვა დავაწესოთ? – BruTe () 21:31, 16 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, სანდრო, რა ხანია, ვფიქრობდი ამაზე. უნდა დაწესდეს წვლილზე მოთხოვნა. — Mikheil მიწერა 22:16, 16 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

სანდრო გუშინ მას შემდეგ რაც ხმა მისცეს, ეს შეზღუდვა ვეძებე და ვერ მივაგენი. სიამოვნებით დავუჭერდი მხარს შეზღუდვას მაგ კუთხით. --JABA 1977 04:35, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

+1 მომხრე. — G.G. 07:06, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

შეზღუდვას მხარს ვუჭერ. მართალია, ვინც ვმუშაობთ, კეთილსინდისიერად ვმუშაობთ, მაგრამ არ მინდა, რომ იყოს ისეთი ხვრელი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, შემოვყაროთ ხალხი და ნაცნობობით გავიტანოთ ჩვენი სტატიები. ვიცი, რომ აქტიური რედაქტორები ვინც ვართ, ასეთი რამე მაინც არ მოგვივა აზრად, მაგრამ საჭიროა, ასე ვთვლი. --Henry (მომწერეთ) 07:24, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ნორმალურ ვიკიპედიაში უნდა ითვლებოდეს, რომ ჩვეულებრივ მკითხველსაც (რეალურ მომხმარებელს და არა რედაქტორს) უნდა ჰქონდეს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი სტატიის რჩეულობასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ხომ არანორმალური ვიკიპედია ვართ! :) ამიტომ, ვეთანხმები სანდროს, მაგრამ მხოლოდ {{ჰო}} და {{არა}}-ს ნაწილში. რაც შეეხება {{ჰმმ}}-ს, ამის უფლებას ნუ წავართმევთ ნურავის: მისი ხმა არ ითვლება, იგი უბრალოდ აზრს გამოთქვამს და ეს აზრი, თუკი თავად სურს რომ დააფიქსიროს, ჩვენთვისაც საინტერესო იქნება, ვფიქრობ. Deu. 07:41, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მეც ვთვლი, რომ ხმის მიცემაზე შეზღუდვა უნდა დაწესდეს.--შოთა [UT] 09:32, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
დათო, მეც ეგ ვიგულისხმე. აზრის გამოხატვის საშუალებას არც არავის ვართმევთ. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია და უნდა შეეძლოს დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა (შენიშვების დაწერა თუ აღფრთოვანების გამოხატვა), თუნდაც დღეს დარეგისტრირებული ან IP იყოს. ხოლო ეს {{ჰო}} და {{არა}} სტატიის რჩეულად არჩევა/არ არჩევის საკითხს წყვეტს და იმის საშიშროებაც არსებობს რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს. პრევენციისათვის რეგისტრაციიდან 1 თვე და 100-150 წვლილიც საკმარისი იქნება ჩემი აზრით. თქვენ რას ფიქრობთ? – BruTe () 10:23, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ერთი თვე საკმარისია, თუმცა 150 რედაქტირება არ კმარა საიმისოდ, რომ მიიღო საკმარისი გამოცდილება თუნდაც სტატიის ტექნიკური მხარის შესაფასებლად. ჩემი აზრით, მინიმუმ 300 რედაქტირება მაინც უნდა ჰქონდეს.--შოთა [UT] 10:35, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

უკვე 4 ადამიანი, რომელიც ახალი რეგისტრირებულია და ეგრევე კენჭისყრაში შემოვიდა. --Henry (მომწერეთ) 16:48, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მეგობრებო, ჩვენ ამ წუთას არ გვაქვს წესი, რომელიც მსგავს რამეს კრძალავს (ახალდარეგისტრირებულთა მიერ ხმის მიცემას), მაგრამ ვიკიპედიის ზოგადი დებულებებიდან გამომდინარე, რომლებიც ყველაენოვან ვიკიპედიაში მოქმედებს, სასტიკად კრძალავენ ვიკიპედიის გარეთ, არარეგისტრირებულ პირებთან კენჭისყრაში ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ აგიტაციას. ვფიქრობ, მინიმუმ მომხმარებელ Hubble-ს უნდა ვკითხოთ, რა ხდება! Deu. 19:02, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
შეკითხვა: ამჟამად როგორ არის, დაურეგისრირებლებს უშლით რაიმე ხელს ხმის მიცემაში? — G.G. 09:04, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ხმის მიცემა არ ეკრძალებათ თავად მომხმარებლებს, მაგრამ ასეთი ტიპის აგიტაცია გვეკრძალება ჩვენ, ვიკიპედიის მომხმარებლებს ვიკის გარეთ (ვიკიპედიის ზოგადი პოლიტიკიდან გამომდინარე, ყველა ვიკიპედიაში ასეა დაწერილი წესის გარეშე). Deu. 10:54, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

დავიწყოთ იმით, რომ ახალმა რეგისტრირებულმა კი არა, ვინც ზოგადად ვიკის კითხულობს, იმანაც არ იცის ხოლმე ვიკის მუშაობის პრინციპები და სტანდარტები. თუ გადაავლო თვალი და მოეწონა იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე შეესაბამება ჩვენს სტანდარტებს და რჩეულობის ღირსია (ამ სტატიაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად ვამბობ). ამიტომ არის აგიტაციით შემოყრილი ხალხის ხმები მიუღებელი. --Henry (მომწერეთ) 11:20, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

დიახ, ამ ეტაპზე ახალდარეგისტრირებულებს აქვთ ხმის მიცემის უფლება. თუმცა, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, აგიტაციაა თავად მიუღებელი და, შესაბამისად, მიუღებელი საფუძვლით მიცემული ხმებიც მიუღებლად უნდა ჩავთვალოთ. Deu. 11:31, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი, ნამდვილად აქვს ფონდს ოფიციალური პოლიტიკა, რომელიც აგიტაციას კრძალავს (გვერდს ვერ მივაგენი). ეს ზოგადი წესია და ყველანაირ კენჭისყრას ეხება. და ზუსტად იმიტომ რომ ზოგადია, ეს პოლიტიკა ყოველთვის ვერ იქნება ეფექტური, ჩემი აზრით. უდანაშაულობის პრეზუმციას ვერ დავარღვევთ. სწორედ ამიტომ მგონია რომ ამ კენჭისყრის მონაწილეებზე ლოკალური შეზღუდვა უნდა გვქონდეს. – BruTe () 21:19, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვპ:მთ, ეს არ გამოდგება პოლიტიკად, BruTe? — G.G. 07:55, 19 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
კი, ეგაა ზუსტად, მეგობრებით თამაში. ლოკალურ შეზღუდვაზეც მგონი შევთანხმდით და ჩავამატოთ :). მეც მგონია, რომ 150 რედაქტირება საკმარისია იმისათვის, რომ სტატიის ავკარგიანობა შეაფასოს მომხმარებელმა (შეფასება მხოლოდ ტექნიკური კუთხით ხომ არ ხდება!) და, რაც მთავარია 150 რედაქტირება საკმარისია იმისთვის, რომ „მეგობრებით თამაშის“ ეჭვი არ გაჩნდეს. მომხმარებელი:Hubble იმედია გამოგვეხმაურება და გვეტყვის, თამაშობდა მეგობრებით თუ საოცრად საოცარი დამთხვევაა? : ) Deu. 08:02, 19 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გიპასუხეთ :) --Hubble განხილვაწვლილი 11:14, 19 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, მიცემულ ხმებს გავაუქმებ :). Deu. 11:55, 19 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა Hubble-ს. როგორც განხილვიდან გამოჩნდა, შეზღუდვას წინააღმდეგი არავინაა. რეგისტრაციის ვადაზე და წვლილზე რა აზრის ხართ სხვები? მე და დათოს 150 რედაქტირება საკმარისად მიგვაჩნია, შოთას 300 მიაჩნია საჭიროდ. – BruTe () 20:01, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მინიმუმ 1 თვის რეგისტრაცია, 150 რედაქტირება. — Mikheil მიწერა 20:08, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მინიმუმ 1 თვის რეგისტრაცია, 150 რედაქტირება. — G.G. 20:57, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა. აგრეთვე დავამატე ქვეთავი კენჭისყრის შედეგები. პრინციპში, ამ ქვეთავში, ახალი არაფერი მითქვამს, ყველაფერი ისეა, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, თუმცა გადახედეთ თქვენც, თუ შენიშვნები გაქვთ, გავასწოროთ. Deu. 06:26, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
აგრეთვე, წესებში არ გვიწერია, რა მნიშვნელობა აქვს {{მოიცა}}-ს. შემომაქვს ინიციატივა, რომ კენჭისყრის შედეგებს დავამატოთ ასეთი პუნქტი: {{მოიცა}} ხმების დათვლის დროს ითვლება უარყოფით ხმად მისი დაფიქსირებიდან მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში (2 კვირა მაგალითად), რის შემდეგაც მისმა ავტორმა იგი უნდა შეცვალოს დადებითი ან უარყოფითი ხმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2 კვირის გასვლის შემდეგ, {{მოიცა}} შედეგების დათვლისას არ იქნება გათვალისწინებული. Deu. 06:31, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე არ ვარ წინააღმდეგი. – BruTe () 06:32, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

{{მოიცა}}-სთან დაკავშირებით, ასეთ რამეს გთავაზობთ. უპირველეს ყოვლისა, კანდიდატისთვის კენჭის ყრის გვერდზევე რომ ვიწყებთ მისი ხარვეზების განხილვას, ამას ზოგჯერ შორს მივყავართ, იქმნება საკმაოდ დიდი ტექსტები და ა.შ. როგორც აქ იყო, მაგალითად. ჩემი აზრით, ამას ჯობია, ვინც {{მოიცა}}-ს გამოიყენებს, იმან ეს შენიშვნები დაწეროს სტატიის განხილვის გვერდზე (შესაბამისი სექცია შექმნას), ხოლო კენჭისყრის გვერდზე უბრალოდ მიუთითოს, იხილეთ შენიშვნები სტატიის განხილვის გვერდზე ან რამე მსგავსი. ამგვარად ამ სტატიის ხარვეზების განხილვა უშუალოდ სტატიის განხილვის გვერდზე გადაინაცვლებს. იქ უკვე სხვებიც ჩაერთვებიან ამ განხილვაში. თუ ! (მოიცადეთ)-ს ავტორის შენიშვნა მართებულია, სანამ იგი არ დაკმაყოფილდება, მანამ სტატია არ უნდა გავიდეს მთავარ გვერდზე, ხოლო თუ არაკეთილსინდისიერებასთან ან ზედმეტად სუბიექტურ მიდგომასთან გვაქვს საქმე, ამას უმრავლესობა აღნიშნავს და გადაწყდება, ღირს მისი გათვალისწინება/გამოსწორება თუ ამჟამინდელი მდგომარეობით უკეთესია სტატია. ამ შემთხვევაში ! (მოიცადეთ)-ს უფრო მეტი დატვირთვა ენიჭება, არც ვადებითაა შეზღუდული. 2 კვირა რომ დავაწესოთ (ან ნებისმიერი სხვა ვადა), თუნდაც ამ ვადის გასვლის შემდეგ {{მოიცა}} უარყოფითი ხმით შეიცვალოს, ერთი უარყოფითი ვერ გადაწონის ათ დადებითს და სტატია მთავარზე ხარვეზით გავა.--შოთა [UT] 08:28, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიზიარებ შოთას პოზიციას. — G.G. 08:47, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მშვენიერია. ჩემს ინიციატივას ვაუქმებ, შენსას ვიზიარებ : ). სხვაგვარად რომ ჩამოვაყალიბოთ:
1. ვინც გამოიყენებს {{მოიცა}}-ს, უნდა მიუთითოს კონკრეტული ხარვეზი კენჭისყრის გვერდზე, ხოლო განხილვის გვერდზე მიუთითებს კონკრეტულ გზებს ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ ხარვეზის გამოსწორების კონკრეტულ გზებს ვერ ხედავს, მაშინ უნდა გამოიყენოს {{არა}} ან {{ჰმმ}}
2. სტატიის განხილვის გვერდზე, სხვა მომხმარებლებიც ერთვებიან და იქ გადაწყდება, ეს ხარვეზი მართლა გამოსასწორებელია თუ უბრალოდ ინტრიგანია მომხმარებელი და სტატიის რჩეულობაზე ტაბუს დადება სურს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მისი ხმა — {{მოიცა}} — არ იქნება გათვალისწინებული.
3. იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზი მართლა არსებობს, სხვა მომხმარებლებიც ეთანხმებიან ამას განხილვის გვერდზე და კონკრეტული გზებიც დასახულია, სტატია ვერ გარჩეულდება ამ ხარვეზების გამოსწორებამდე.
ჩემი აზრით, მშვენიერი დატვირთვა მოუძებნა შოთამ ამ {{მოიცა}}-ს. თანაც, ჩვენი მიზანს ამართლებს: რომ რაც შეიძლება უხარვეზო სტატია გავიდეს რჩეულად. ვიღიმი Deu. 08:55, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მეც მომწონს შოთას აზრი. :) – BruTe () 09:06, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მშვენიერი ფორმულირებაა, დავით. G.G. 10:41, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მომწონს დავითის ფორმულირება. იქნებ მიგვეღო საბოლოო გადაწყვეტილება?--შოთა [UT] 12:25, 26 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გადავიტან წესებში :). Deu. 12:33, 26 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა. მგონი მშვენიერია. დღეიდან მივაქციოთ ყურადღება ამ წესებს :). Deu. 12:54, 26 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე მომწონს.--შოთა [UT] 12:55, 26 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

წითელი ბმულები[წყაროს რედაქტირება]

იქნებ რჩეული სტატიის კრიტერიუმებში ჩაგვემატებინა, რომ სტატიის მთავარ გვერდზე გასატანი ნაწილის (შესავლის) ბმულები აუცილებლად გალურჯებული უნდა იყოს?--SHOTHA [UT] 08:04, 16 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

  • გულითა და სულით ვარ (ნეიტრალური) და უფრო მეტად გადახრილი (წინააღმდეგი)-სკენ. სტატიის რჩეულობას არ უნდა უშლიდეს, ჩემი აზრით, წითელი ბმულები. ეს უფრო არის მთავარ გვერდზე გატანის კრიტერიუმი, ვიდრე სტატიის გარჩეულების კრიტერიუმი. იდეაში, შესაძლებელია სტატია გახდეს რჩეული, მაგრამ არ იქნეს გატანილი მთავარ გვერდზე სხვადასხვა მიზეზის გამო (მაგალითად რატომ არ შეიძლება ოდესმე გახდეს რჩეული ეს სტატია? მაგრამ მთავარ გვერდზე მის გატანას, მე არ ვისურვებდი). იმის თქმა მინდა, რომ რეალურად სტატიის გარჩეულება და მთავარ გვერდზე გატანა არაა იდენტური, იდეაში და მათ სხვადასხვა კრიტერიუმები აქვთ, რომლებიც არ უნდა იქნეს არეული. მაგრამ რაკი ჩვენთან ჯერ-ჯერობით სტატიის გარჩეულება ავტომატურად მთავარ გვერდს ნიშნავს, „მე მხარს ვუჭერ გამყრელიძის დასკვნას! სავსებით ვეთანხმები მანდ შეკრებილი ამხანაგების მოსაზრებებს, შენიშვნებს, დასკვნებს და ა.შ...“ ვიკრიჭები Deu. 09:07, 16 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
ვინ უშლის კაცო გარჩეულებას, აქ საუბარია მაქსიმუმ 4-5 ბმულზე და რა დიდი პრობლემა კია გალურჯება? :| არ გვინდა მასე დაწვრილმანება, მთავარ გვერდზე გასატანი ნაწილი ავტომატურად გულისხმობს ისეთ სტატიას, რომელიც მთავარ გვერდზე გაგვაქვს.--SHOTHA [UT] 09:15, 16 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
კაი, ბატონო, შენ გიგულისხმე, ფაქტობრივად, გამყრელიძეში :D. Deu. 09:21, 16 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

შოთა შენი მიზანი სრულიად გასაგებია. თანამხმა ვარ მთავარ გვერდზე გატანის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყოს სტატიის შესავალში წითელი ბმულების არქონა. პრინციპში იგივე მიზანს ემსახურებოდა ამასწინათ ამ გვერდის წესებშიც შეტანილი ცვლილებებიც. --JABA 1977 13:03, 16 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრის შედეგები და ძველი რჩეული სტატიები[წყაროს რედაქტირება]

მეგობრებო, ვიდრე კენჭისყრაში ჩემი წარდგენილი სტატია იღებდა მონაწილეობას არ დავწერე, სუბიექტურად არ გამომსვლოდა, მაგრამ ახლა თამამად ვიტყვი რომ წესებისა და პროცედურების, კენჭისყრის შედეგების აღწერა არაა კარგად გაწერილი და შევეცადოთ ეს ხარვეზი გამოვასწოროთ. ყველა დეტალი რომ გასაგები იყოს. მაგალითად წერია რომ სტატია 3 კვირა დარჩება, ახალი წესებით ორი კვირა უნდა დარჩეს. ასევე არაფერი წერია იმაზე, რომ კენჭიშყრაში თუ სტატია ვერ გავიდა, ის აგრძელებს მონაწილეობას განუსაზღვრელი ვადით. ეს ისედაც ვიცით ასე ემპირიულად, მაგრამ წესებში ეს ყველა დეტალი უნდა არსებობდეს. კიდევ არის ხარვეზები, რომელსაც აღმოაჩენთ თუ საფუძვლიანად გაეცნობით და თქვენს აზრს დააფიქსირებთ. პირადად ჩემთვის სასურველია, რომ მკაცრად გაიწეროს სანიმუშო სტატიის კრიტერიუმებიც. ასევე დამოწმებული ლიტერატურის მინიმუმი მაინც უნდა განვსაზღვროთ, თორემ არის წარდგენილი სტატიები, რომლებიც ერთი წიგნიდანაა ამოწერილი ან ორი-სამი წიგნიდან, რომელსაც ერთი ავტორი ჰყავს. მსგავსი რამ არ უნდა დავუშვათ. პლაგიატიზმი არ უნდა წავახალისოთ. წარდგენასაც კი მეტად კრიტიკულად უნდა მივუდგეთ. ძველ (დაახლ. 2010 წლამდე) რჩეული სტატიების უმეტესობას მოსახსნელი აქვს ეს სტატუსი. ეგებ ამ მხრივ ერთად შევჯერდეთ, მოვხსნათ ეს სტატუსები ან განვაახლოთ შესაბამის დონეზე. ველოდები თქვნს რეაქციებს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:58, 8 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

@გიორგი ჩუბინიძე: არ შემიძლია არ დაგეთანხმო ძველი სტატიების სტატუსზე, მათი უმრავლესობა დღესდღეისობით ან განუახლებელია ან საერთოდ აღარ არის იმ დონის რომ იმსახურებდეს რჩეულობას----ჯეო2007განხილვაწვლილი 15:51, 8 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]