ვიეტ კონგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიეტ კონგის დროშა

სამხრეთ ვიეტნამის განთავისუფლების ეროვნული ფრონტი („მატ ტრან გიაი ფონგ მიენ ნამ ვიეტ ნამ“; ფრანგ. Front National de Libération, FNL; ინგლ. National Liberation Front, NLF) — ინდოჩინეთის მეორე ომის დროს ამერიკელი მებრძოლების მიერ გადაკეთებულ იქნა, როგორც „ვიეტ კონგ“, რაც თავის მხრივ მომდინარეობს ვიეტნამური წინადადებიდან „ვიეტ ნამ კონგ სან“ („ვიეტნამელი კომუნისტი“).

„ვიეტ კონგს“ ამერიკელები თავდაპირველად ეძახდნენ სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტის ნგო დინჰ დიემის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, რომელთა შორის უმრავლესობა კომუნისტი იყო. მოგვიანებით ვიეტნამის ომის დროს ამერიკელებმა ეს სახელი გადაიტანეს ეროვნულ-განამანთავისუფლებელი ფრონტის და ვიეტნამის სახალხო-განმანთავისუფლებელ არმიის (გერილია-არმია) მებრძოლებზე. თვითონ ვიეტნამელი კომუნისტები თავიანთ თავს ამ სახელს არასდროს არ უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე სახელი „ვიეტ კონგი“ გავრცელდა მხოლოდ აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში.

იმ პერიოდში „ვიეტ კონგის“ მისამართით საყოველთაოდ გავრცელებული სალანძღავი სიტყვა იყო „გუკი“ (ინგლ. „Gook“). დღეს ამ სიტყვას აშშ-ში ხმარობენ ზოგადად ვიეტნამელის აღსანიშნავად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: