ვიდადი მურადოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიდადი მურადოვი
აზერ. Vidadi Muradov
დაბ. თარიღი 5 მარტ, 1956
დაბ. ადგილი აზერბაიჯანი, ბარდა
გარდ. თარიღი 4 ნოემბერი, 2021(2021-11-04) (65 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
საქმიანობა მეცნიერი
სამეცნიერო ხარისხი წოდება ფილოსოფიის დოპქტორი, პროფესორი
ჯილდოები „დიდების“ ორდენი (აზერბაიჯანი) . ნახიჩევანის ავტონომიური

ვიდადი აიდინ ოღლუ მურადოვი (აზერ. Vidadi Muradov) — ხალიჩების ექსპერტი, ისტორიკოსი, პროფესორი. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხალიჩების ისტორიის შესწავლა და ხალიჩების ქსოვის ტრადიციების აღდგენა. ღია სააქციო საზოგადოების „აზერხალჩა“-ს მმართველობის თავმჯდომარე, ხალიჩების არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის სექტორის გამგე, ჟურნალ „აზერბაიჯანული ხალიჩების“ მთავარი რედაქტორი, იუნესკოს სულიერი ტრადიციების კათედრის განყოფილების პროფესორი ჩრდილო კავკასიაში, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1956 წლის 5 მარტს აზერბაიჯანუის რესპუბლიკის ქალაქ ბარდაში. მის მიერ 1994 წელს დაარსდა სამეცნიერო- -კვლევითი ცენტრი „აზერ-ილმე“, რომელის საქმიანობის სფეროა აზერბაიჯანული ხალიჩების დავიწყებული ტექნოლოგიების აღდგენა და მათი პოპულარიზება. 2014 წელსისტორიის ინსტიტუტის განყოფილებაში „მოსახლეობის ისტორია და ისტორიული დემოგრაფია“ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში თემაზე „ აზერბაიჯანის ირევანის რეგიონში ხალიჩების განვითარების ისტორია : XVIII საუკუნის მეორე ნახევარი — XX საუკუნის დასაწყისი (100 -ზე მეტი ორიგინალური ხალიჩების საფუძველზე, რომლებიც ამ ხანის ამ რეგიონს მიეკუთვნებიან). „იენი აზერბაიჯანი“-ს პარტიის წევრი. დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.

მეცნიერულ-ხელოვნებითი მიმართულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალიჩების ისტორიული ფესვების კვლევა, ძველებური ხალიჩების ანალიზის შეფარდება, აზერბაიჯანული ხალიჩების შესწავლა მოსახლეობის ისტორიიდან გამომდინარე, ხალიჩების ჯგუფების კლასიფიკაციის დახვეწა, ხალხური ხალიჩების გამოაშკარავება, რომლებიც ინახება მუზეუმებში და კერძო კოლექციებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]