ვიგოზერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვიგოზეროს წყალსაცავი)
ვიგოზერო
ვიგოზერო კოსმოსიდან
ვიგოზერო კოსმოსიდან
კოორდინატები: 63°35′51″ ჩ. გ. 34°41′49″ ა. გ. / 63.59750° ჩ. გ. 34.69694° ა. გ. / 63.59750; 34.69694
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 89,2 
სიგრძე 87,5 კმ
სიგანე 26 კმ
ფართობი 1143 კმ²
მოცულობა 6,44 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 658 კმ
საშუალო სიღრმე 5,2 
მაქსიმალური სიღრმე 18 
ვიგოზერო — რუსეთი
ვიგოზერო

ვიგოზერო, ვიგოზეროს წყალსაცავი (რუს. Выгозеро) — წყალსაცავი რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში. შეიქმნა 1933 წელს თეთრი ზღვა-ბალტიის არხის მშენებლობის დროს ვიგოზეროსა და მდინარე ქვემო ვიგის წყლის შეგუბებით. ზედაპირის ფართობი 1143 კმ² (საკუთრივ ვიგოზეროსი 560 კმ²), მაქსიმალური სიღრმე 18 მ. სანაპირო ხაზი შეჭრილ-შემოჭრილია. ტბაში სულ 529 კუნძულია, რომელთა საერთო ფართობია 126 კმ².[1] საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყლის დონის რყევა 0,5–1,3 მ. იყინება ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში, ყინულძვრა შუა მაისშია.[2] ერთვის მდინარეები: ზემო ვიგი, ვოჟმა, სეგეჟა და ონდა. გამოედინება მდინარე ქვემო ვიგი, რომელიც მთლიანად დარაბვულია. არეგულირებს სეზონურ ჩამონადენს სანაოსნო და ენერგეტიკული მიზნით. განვითარებულია თევზჭერა. გვხვდება თევზის 11 სახეობა, რომელთაგან ძირითადი სარეწაო მნიშვნელობისაა კაპარჭინა, ევროპული ჭაფალა, წერი, ღლაბუტა, ქორჭილა და ნაფოტა. ამჟამად ტბაში აკლიმატიზებულია ჩვეულებრივი ფარგა.[1] ვიგოზეროს აღმოსავლეთ ნაპირზეა ქალაქი სეგეჟა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]