ვეჩერნი ტბილისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ვეჩერნი ტბილისი“ (რუს. „Вечерний Тбилиси“) — გაზეთი დაარსდა თბილისში 1923 წლის 9 მარტს რუსულ ენაზე. თავდაპირველად გამოდიოდა „რაბოჩაია პრავდის“ სახელწოდებით, 1932 წელს ეწოდა „ტიფლისსკი რაბოჩი“, 1935 წლიდან — „ვეჩერნი ტბილისი“. 1941–1957 წლებში გაზეთი არ გამოდიოდა, განახლდა 1958 წელს. რედაქტორი იყო პ. ასლანიდი (1958 წლიდან). როდესაც საუბარია ქართულ პრესაზე, არ შეიძლება დავივიწყოთ ის ადამიანები ვისაც თავისი წვლილი შეჰქონდათ მის განვითარებაში.

1799 წელს იოანე ბაგრატიონს გაუჩნდა იდეა ქართული გაზეთის დაარსების შესახებ. 1819 წელს გამოვიდა გაზეთი რომელსაც ჯერ საქართველოს გაზეთი ეწოდა, შემდეგ კი ქართული გაზეთის სახელწოდებით გახდა ცნობილი. 1828–1832 წლებში გამოდიოდა გაზეთი თბილისის უწყებანი, რომლის რედაქტორი იყო სოლომონ დოდაშვილი. 1852 წელს ჟურნალი გიორგი ერისთავის რედაქტორობით გამოვიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]