ვერჯინელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუკერსის ვერჯინელი, მუსიკალური საკრავების მუზეუმი, პარიზი

ვერჯინელი (ინგლ. Virginal), კლავიშიანი მუსიკალური საკრავი, მცირე ზომის კლავესინის ნაირსახეობა. შედგება სწორკუთხა უფეხო ყუთისა და დიაგონალურად დაჭიმული სიმებისაგან (დიაპაზონი 4 ოქტავამდე). აქვს ჩვეულებრივ კლავისინზე უფრო სუსტი, ტბილი, ნაზი ხმა. დაკვრისას მაგიდაზე დებენ. ვერჯინელი გავრცელებული იყო XVI-XVII საუკუნეებში ინგლისში და ძირითადად საოჯახო საკრავად იხმარებოდა. გამოჩენილი ვერჯინელისტები იყვნენ უ. ბერდი, ჯ. ბული, ჯ. ფარნაბი. XVIII საუკუნეში გერმანიაშიც გავრცელდა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 380, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე