ვერდენის ოპერაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერდენის ოპერაცია

ვერდენის ოპერაცია – ბრძოლა გერმანიისა და საფრანგეთის ჯარებს შორის ვერდენის გამაგრებული რაიონისათვის პირველი მსოფლიო ომის დროს. მიმდინარეობდა 21 თებერვლიდან 18 დეკემბრამდე.

მსვლელობა[რედაქტირება]

გერმანიის უმაღლესმა სარდლობამ გადაწყვიტა 1916 წელს მთავარი დარტყმა მიეყენებინა დასავლეთის ფრონტზე ვერდენის სვერილისათის, რომელიც მთელი საფრანგეთის ფრონტის დასაყრდენი იყო. ვერდენის გამაგრებული რაიონის 112 კმ. ფრონტს საფრანგეთის რვა დივიზია იცავდა. გარღვევის უბნის მე-15 კმ-ზე ფრანგული 2 დივიზიის წინააღმდეგ გერმანიამ თავი მოუყარა6,5 დივიზიას. 21-25 თებერვალს მდინარე მეზის მარჯვენა ნაპირზე გერმანელთა შეტევას ფრანგებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და გარღვევა არ მოხერხდა. მაშინ გერმანელებმა მთავარი დარტყმა მდ. მეზის მარცხენა ნაპირზე გადაიტანეს, მაგრამ არც ამას მოჰყოლია წარმატებები. მათ მხოლოდ 6-7 კმ-ით წაწიეს წინ. ივნისში გერმანელთა ჯარებმა კიდევ ერთხელ სცადეს ფრონტის გარღვევა, მაგრამ რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის წარმატებებმა და მოკავშირეთა შეტევამ მდინარე სომაზე აიძულა ისინი 2 სექტემბერს ვერდენთან თავდაცვაზე გადასულიყვნენ. 24 ოქტომბერს საფრანგეთის ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და 1917 წ. 20-26 აგვისტოსათვის ვერდენთან მთლიანად აღადგინეს მდგომარეობა. ვერდენის ოპერაციაში გერმანელებმა (50 დივიზია) დაკარგეს 600 ათ., ხოლო ფრანგებმა (65 დივიზია) 358 ათასი კაცი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება]