ვენერა ობოლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენერა ობოლაშვილი

ვენერა ობოლაშვილი 2023 წელს
დაბ. თარიღი 1954
დაბ. ადგილი საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
მეტსახელი ლელა ჯავახიშვილი
საქმიანობა სერიული მკვლელი,
თაღლითი
დაპატიმრების თარიღი 15 დეკემბერი, 2009
განაჩენი 23 წლით თავისუფლების აღკვეთა
მსხვერპლის რაოდენობა 1-3
მკვლელობების არეალი საბჭოთა კავშირი, საქართველო

ვენერა ობოლაშვილი (დ. 1954) — საბჭოთა ქართველი მკვლელი, თაღლითი და თავისი აღიარებით, სერიული მკვლელი, რომელმაც 2009 წელს ნაცნობი ქალი მოკლა მისი ბინის გაყიდვის მიზნით. მან ასევე აღიარა ერთ-ერთი ქმრის და მეგობარი მამაკაცის მკვლელობა, მაგრამ მტკიცებულებების ნაკლებობის გამო მას ბრალი არ წაუყენეს. სასამართლომ ის მხოლოდ ერთ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2023 წელს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ადრეული წლები

ობოლაშვილის ცხოვრების შესახებ საჯაროდ ბევრი ცნობა არ არსებობს. ის 1954 წელს საქართველოს სსრ-ში დაიბადა და დაქორწინებული იყო სამჯერ. ასევე სხვადასხვა პერიოდში თანაცხოვრობდა მეგობარ მამაკაცებთან. ჰყავს სამი შვილი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მას დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი და ჰქონდა სტომატოლოგის ლიცენზია.[1]

მკვლელობები

იური იურკინი

ობოლაშვილთან დაკავშირებული პირველი საეჭვო სიკვდილი 1984 წლით თარიღდება, კერძოდ, მისი 43 წლის მეუღლის, იური იურკინის სიკვდილთან. ოფიციალური ვერსიის მიხედვით, იურკინი თბილისში მატარებლიდან შემთხვევით ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა, მაგრამ დაკავების შემდეგ ობოლაშვილი ამტკიცებდა, რომ თავისი მეუღლე მან მოკლა, რის შემდეგაც, მან თავისი ბინა 4 000 დოლარად გაყიდა.[1]

ანატოლი კალინკა

სხვა მძიმე დანაშაული ობოლაშვილს 2008 წლამდე არ ჩაუდენია, მანამ, სანამ მან 52 წლის ანატოლი კალინკასთან ურთიერთობა არ დაიწყო. მისივე ჩვენების თანახმად, ერთ დღეს მან კალინკას თავის არეში ჩაარტყა და უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი ერთ-ერთ ხიდთან მიიტანა, სადაც სხეული მდინარე მკტვარში გადააგდო. კალინკას ცხედარი მალევე იპოვეს, თუმცა, მისი სიკვდილი უბედურ შემთხვევას მიაწერეს. მოგვიანებით ობოლაშვილმა კალინკას ბინა 50 000 დოლარად გაყიდა.[2]

მარია არზამასევა

2009 წლისთვის, ობოლაშვილი 79 წლის მარია არზამასევასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიძამისის შეყვარებული იყო. იმავე წლის აგვისტოში, მათ ახალგაზრდა მამაკაცი ბინის გაყიდვის მიზეზით მიიწვიეს, მაგრამ ობოლაშვილის ჩვენებით, არზამასევა დათვრა და ნასვამ მდგომარეობაში ამტკიცებდა, რომ ეს მისი სახლი იყო.[2]

ამ ჩხუბით გაბრაზებული ობოლაშვილი არზამასევას დაუპირისპირდა და საბოლოოდ იჩხუბეს. ჩხუბის დროს, ობოლაშვილმა არზამასევა დაახრჩო და სანამ ცხედრის დასამალად დიდი ტომრის საყიდლად წასულიყო, ცხედარი საწოლზე დააწვინა. შემდგომში, ტაქსის მძღოლის დახმარებით, რომელმაც არ იცოდა რა იყო ტომარაში, ის ცხედარი ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე გადაიტანა და კანალიზაციაში ჩააგდო. მოგვიანებით წყალმა ტომარა, რომელშიც არზამასევას ცხედარი იყო, ნაპირზე გამოყარა, რომელიც შეცდომით უსახლკარო ქალად ჩათვალეს და უსახლკაროთა სასაფლაოზე დაკრძალეს.[1]

დაპატიმრება და გასამართლება

არზამასევას მკვლელობიდან მალევე, ობოლაშვილმა მისი ბინა წარმატებით გაყიდა უცნობს. თანხის გარკვეული ნაწილით თავისი ვალები დაფარა, ხოლო დარჩენილი თანხით კი ახალი Audi-ს მარკის მანქანა შეიძინა. თუმცა, ბანკის თანამშრომლებმა შენიშნეს საეჭვო ოპერაციები, რასაც ობოლაშვილი მოკლული არზამასევას საკრედიტო ბარათების გამოყენებით ახდენდა. შედეგად, ობოლაშვილი 2009 წლის 15 დეკემბერს დააკავეს და ბრალი წაუყენეს საბუთების გაყალბებასა და თაღლითობაში. მოგვიანებით, მკვლელობის ბრალდებაც დაემატა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ არზამასევა მოკლული იყო.[3]

სწრაფად დადგინდა, რომ მისი მეუღლე და მეგობარი მამაკაციც ანალოგიურად საეჭვო გარემოებებში დაიღუპნენ. თუმცა, რადგან პროკურატურას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება ამ საქმეებში მის ბრალდათ დაკავშირებით, ობოლაშვილს ბრალი მხოლოდ არზამასევას მკვლელობაში და შესაბამისად თაღლითობაში წაუყენეს.[2] სასამართლო პროცესის დროს, ობოლაშვილმა განაცხადა, რომ არზამასევას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ მისი განცხადება არ იქნა გათვალისწინებული და იგი დამნაშავედ ცნეს ყველა ბრალდებით. შედეგად, სასამართლომ ობოლაშვილს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.[2]

პატიმრობა და გათავისუფლება

ციხეში ყოფნის დროს, ობოლაშვილს არავინ ეკარებოდა მისი წარსულიდან გამომდინარე. თუმცა, ის საბოლოოდ მოახერხა ზოგიერთ პატიმართან დამეგობრება, ვისთანაც მას ძლიერი კავშირები ჩამოუყალიბა.[4] ობოლაშვილის მტკიცებით, ციხეში ყოფნის დროს მან უმეტესი ნაწილი სწავლასა და ახალი უნარების შესწავლაში გაატარა და სულ 27 სერთიფიკატი მიიღო სხვადასხვა დარგში. ასევე აცხადებს, რომ მიიღო მაგისტრის ხარისხი ავტომატიკასა და აგრობიოლოგიაში ორი სხვადასხვა რუსული უნივერსიტეტიდან და ასევე თავისუფლად ფლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს.[5]

2023 წლის იანვრის ბოლოს, ობოლაშვილი მისჯილი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც სასჯელის ნახევარზე ნაკლები მოიხადა. გათავისუფლების შემდეგ, მან ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ტელევიზიას, სადაც ციხეში გატარებული წლების შესახებ ისაუბრა და აშკარად სინანული გამოხატა თავისი ქმედებების გამო.[6]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Tea Khurtsilava. (June 13, 2010) შემზარავი მკვლელობის კვალდაკვალ... ka. Kviris Palitra. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2023.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Eka Barabadze. (September 3, 2010) რატომ ხოცავდა მარტოხელა მოხუცებს ვენერა ობოლაშვილი ka. Tbiliselebi. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2023.
  3. შსს-მ რამდენიმე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალბატონი დააკავა ka. InterpressNews (December 15, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2023.
  4. "რაღაც შიში ჰქონდათ, მერიდებოდნენ" - ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია ka. Formula News (January 21, 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2023.
  5. "ციხეში 27 სერთიფიკატი ავიღე" – ნახეთ რას ჰყვება ვენერა ობოლაშვილი ka. elNews (January 23, 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2023.
  6. როგორ გათავისუფლდა მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვენერა ობოლაშვილი – დეტალები ka. Alphanews.ge (January 22, 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2023.