ვეზირიშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვეზირიშვილები
პერიოდი XVII საუკუნიდან
ტიტული თავადი, ვეზირი, ბეგი, ნაზირი, ნაიბი, ნასაღჩიბაში
დამფუძვნებელი ნადირ ვეზირი/იბრაჰიმ-ბეგი
წარმოშობის ადგილი სეფიანთა ირანი
სამფლობელოები ოსიაური
სასახლეები ვეზირიშვილების სასახლე


ვეზირიშვილები — ქართული თავადური საგვარეულო (გვარადქცეული თანამდებობა). თუ იოანე ბატონიშვილს დავუჯერებთ, ისინი სპარსული წარმოშობის იყვნენ, რომელთაც თავადობა დაუმტიკცდათ ჯერ კიდევ 1634 წ. ისინი აგრეთვე იყვნენ ნაზირები[1] და ბეგები.[1] მათი წინაპარი ნადირი იყო მეფე თეიმურაზ II ვეზირი. ამ თანამდებობის სახელიდან მომდინარეობს გვარი "ვეზირიშვილი" მისი შთამომავლების მიერ მიღებული გვარი. თავად ვეზირიშვილების საგვარეულო გვხვდება ქართლის თავადთა სიაში, რომელიც თან დართულია გეორგიევსკის[1] ტრაქტატს.

ნადირის შვილიშვილი გიორგი ვეზირიშვილი, ერეკლე II დროს, იკავდება ნაიბ-ნასაღჩიბაშის თანამდებობას. როდესაც ეს თანამდებობა ეკავა, მას ჰქონდა სასამართლო დავა თავისი ოსიაურის მამულების საზღვრებთან დაკავშირებით აზნაურ დათუა გვერდწითელთან. ამ დროს ის დაჭრა მისმა მოწინააღმდეგემ; როგორც სამეფო სიგელი გვაუწყებს (10 მაისი 1793 წლის მდივანბეგის ნამდვილი გადაწყვეტილება), „გიორგის საკუთარ სახლში თავი გაუტყდა და სისხლი დაიღვარა პირდაპირ ხალიჩაზე ისე, რომ თიქთმის ჩვენც შეგვეშხეფა“. საქმის გარჩევის დროს, მეფემ ვეზირიშვილს დაუმტკიცა ანაზღაურება, მესამე ხარისხის დანიშნულ თავადს, ე.ი. მისი კუთვნილება თავადთა ფენას შორის. მათ ჰქონდათ თავისი საგვარეულო სასახლე. რუსეთის იმპერიის უღელქვეშ მათ 1828 წლის 17 ოქტომბრის სახელმწიფო საბჭოს უმაღლესი გადაწყვეტილებით, გიორგის შვილები — გიორგის, დავითსა და ივანეს რუსეთის იმპერიის თავადთა წოდება დაუმტკიცა. გვარი რუსიფიცირებული იყო, როგორც ვეზიროვი ან ვიზიროვი (რუს. Везиров/Визиров).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ბიჭიკაშვილი, იოსებ; ჩიქოვანი, იური. თავად ვეზირიშვილების საგვარეულოს ისტორიული ნარკვევები/გენალოგიური ნუსხები. საქართველოს ეროვნული არქივი. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2023