ვედსტენის ციხესიმაგრე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვედსტენის ციხესიმაგრე — (შვედ. Vadstena slott)— შვედეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე, რომელიც ვეტერნის ტბასთან 1545 წელს აიგო გუსტავ ვაზას ბრძანებით სტოკჰოლმის დანიელთა მოსალოდნელი შემოსვებისგან დასაცავად.

Vadstena slott, juni 2005.jpg

1552 წელს სიმაგრის საქორწილო დარბაზში მეფემ კატარინა სტენბოკთან ქორწილი გადაიხადა. XVI საუკუნის მეორე ნახევარში ციხესიმაგრეში ბინა დაიდო მეფის გონებრივად არასრულფასოვამნა ვაჟმა მაგნუსმა, რომელიც იქვემდებარე ვედსტენის სააბატოშია დაკრძალული.

ვედსტენის ციხესიმაგრის შემადგენლობაში წინათ სამი ქვისგან ნაგები საცხოვრებელი შენობა შედიოდა, ფართო კედლებით, თხრილითა და ოთხი გოდოლით. 1620 წლიდან, მართალია, სიმაგრის შენობები არ გადაუკეთებიათ, მაგრამ, საფორტიფიკაციო ნაგებობები მოაცილეს. 1716 წელს სიმაგრემ სამეფო რეზიდენციის სტატუსი დაკარგა და ხორბლის საწყობად გადაკეთდა.


XX საუკუნეში სიმაგრეში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე