ვახტანგ ფიფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფიფია.

ვახტანგ ეგნატეს ძე ფიფია (დ. 29 დეკემბერი, 1929[1] — გ. 1990) — ქართველი ქირურგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1982). დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს. 1970-იან წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გულმკედრის ქირურგიის კათედრას, 1989-1990 წლებში იყო აკადემიკოს კ. ერისთვის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ფიფიამ საქართველოში პირველად დაიწყო გულის მანკის ქირურგიული მკურნალობა. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება გულმკერდის ქირურგიის აქტუალურ პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს 9 მონოგრაფია. ელექტროკარდიოსტიმულაციის შესწავლისთვის მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადადემიის ი. თარხნიშვილის სახელობის პრემია. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. თბილისში არის ვახტანგ ფიფიას ქუჩა. ფიფიას მეუღლე იყო ისტორიკოსი ნანა ხაზარაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 874, თბ., 2002.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დიდი მამის ღირსეული შვილი. ქართული პრესის ელექტრონული არქივი (29 დეკემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-10. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2018.