ვახტანგ სალარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ სალარიძე (დ. 24 ივლისი, 1911, სოფ. მეტეხი, კასპის რაიონი— გ. 23 მარტი, 2001) — ქართველი მომღერალი, მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1950), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966), თბილისის საპატიო მოქალაქე (1998).

1929-1930 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში.

1930-1935 წლებში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში: ჭიათურის (1931-1932), ქუთაისის (1938-1939), 1939 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტი. ქართული რეპერტუარი, რამდენიმე ათეული როლი, მათ შორის: ბოღმა ვანო, შაქრო(გიორგი ცაბაძე „კურკას ქორწილი“, „მეტეხის ჩრდილში“), კარაპეტა (შოთა მილორავა „ძუნწი“), მამაზეციერი (გოგი ჩლაიძე „ღვთაებრივი კომედია“), მთავარი როლი (ოთარ თევდორაძე „შვეიკი მიდის ომში“, 1968, პრემიერა), მთავარი როლი (ბიძინა კვერნაძე „ცოლები და ქმრები“, 1970, პრემიერა), მთავარი როლი (ვაჟა აზარაშვილი „შვიდნი ძმანი გურჯანელნი“, 1972, პრემიერა), მთავარი როლი (შოთა მილორავა „დედისერთა ჯარში მიდის“, 1975), მთავარი როლი (მიხეილ ჩირინაშვილი „ძველი თბილისის სურათები“, 1975, პრემიერა), მთავარი როლები (შოთა მილორავა „ჩანჩურა“, 1976, პრემიერა, „ჩემი კეთილი მეზობელი“, 1976, პრემიერა, „სათაგური“, 1978, პრემიერა), მთავარი როლი (გიორგი ცაბაძე „მე სიყვარულის მომღერალი ვარ“, 1979, პრემიერა).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]