ვახტანგ ახალკაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ ახალკაცი (დ. 1928 — გ. 1994) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი.

ვახტანგ ახალკაცი დაიბადა ქალაქ ხაშურში. 1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი.

მუშაობდა „თელასში“ დისპეჩერის თანაშემწედ, სწავლის პარალელურად. 1952-1955 წლებში ინჟინერ-დამპროექტემბლად "თბილჰიდროენერგოპროექტში". 1955 წელს მონაწილეობდა ორთაჭალისა და შაორის ჰესების გაშვებაში. მუშაობდა წამყვან ინჟინრად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში მშენებარე ბირთვულ რეაქტორში. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტში ელექტრონიკის განყოფილრბის წამყვანი ინჟინერი 1959 წელს. 1962 წელს სტაბილური იზოტოპების ქარხნის ავტომატიზაციასთან დაკავშირებული პროექტების მთავარი ინჟინერი. მუშაობდა ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში 1965 წლიდან. 1971-1976 წლებში იყო ელექტროენერგეტიკის განყოფილების გამგე. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივი სამუშაოს „კრიორეზისტული კაბელის მოდელის მახასიათებლების კვლევა“ შესრულებაში 1980 წელს. 1981 წელს ხელმძღვანელობდა კრიოენერგეტიკულ ლაბორატორიას. ვახტანგ ახალკაცი არის 51 გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი, მათ შორის 10 საავტორო მოწმობის. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიტატი 1976 წელს. ასევე დაჯილდოებული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ენერგეტიკოსები: ენციკლოპედია, თბ., 2016, გვ. 25-26

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]