ვახანის ქედი (საქართველო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახანის ქედი
კოორდინატები: 41°55′32″ ჩ. გ. 43°18′14″ ა. გ. / 41.925806° ჩ. გ. 43.303889° ა. გ. / 41.925806; 43.303889
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ზვენიდაურა
სიმაღლე 1164 
ვახანის ქედი (საქართველო) — საქართველო
ვახანის ქედი (საქართველო)
ვახანის ქედი (საქართველო) — იმერეთის მხარე
ვახანის ქედი (საქართველო)

ვახანის ქედიქედი საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.[1] მესხეთის ქედის ჩრდილო განშტოება. მდინარეების ვახანისწყლისა და ბჟოლისხევის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადები) წყალგამყოფი. იწყება ზღვის დონიდან 1815 მ სიმაღლის მთასთან, მიემართება ჩრდილოეთით, თანდათან დაბლდება და მთავრდება მდინარე ჩხერიმელის ხეობის მარცხენა მხარეს. ქედზეა მთები ზვენიდაურა (1164 მ) და ნაჩიხურა (1008 მ). აგებულია მესამეული დანალექი ქანებით. კალთები ძლიერ დახრილია. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ზოგან წიწვოვნებიცაა. თხემზე აქა-იქ მდელოებია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 67.
  2. დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 220.