ვარსკვლავი (საეკლესიო ნივთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოოქროვილი ლითონის ვარსკვლავი

ვარსკვლავი — ორი ერთიმეორეზე გადაჯვარედინებული ლითონის მოღუნული ვიწრო, თხელი ფირფიტა, რომელსაც დგამენ ფეშხუმზე, იმ მიზნით, რომ დაფარნა არ შეეხოს ტარიგს. სიმბოლურად ნიშნავს ვარსკვლავს, რომელიც წინ უძღოდა აღმოსავლეთიდან მომავალ მოგვებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი მეგრელიშვილი, „მწუხრისა და ცისკრის ლოცვათა და წირვის განმარტებანი“, თბ. 2003