საკმეველი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკმეველი

საკმეველი, საკმელი, (ძვ. ბერძნ. λήδανον, λάδανον - ლადანონი) — სურნელოვანი ფისი, რომელიც გამოიყოფა ბურსერსებრთა ოჯახის მცენარის ბოსველიას (Boswelia carterii) ანუ საკმლის ხის დასერილი ქერქიდან. ხე იზრდება აღმოსავლეთ აფრიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულზე. საკმეველი შეიცავს გუმფისს, ეთეროვან ზეთებს, მწვანე ნივთიერებებს. ნაწილობრივ იხსნება წყალსა და ორგანულ გამხსნელებში.

ქრისტიანულ ეკლესიაში მღვდელმსახური საკმეველს, გუნდრუკს, საცეცხლურით უკმევს ხატებს და მლოცველებს. საკმევლის კვამლი სიმბოლურად გამოხატავს მლოცველთა ლოცვა-ვედრების ასვლას ზეცაში და იქიდან მადლის გადმოსვლას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 8, გვ. 677, თბ., 1984