ვარლამ მოსეშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოსეშვილი.

ვარლამ მოსეშვილი (დ. 1871, გუბი — გ. 1943, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 1898 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1910-1911 წლებში მივლინებული იყო პარიზში. 1918 წელს აირჩიეს ხარკოვის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის პროფესორად. 1918 წელს თბილისიის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ქართული უნივერსიტეტის პროფესორად მოიწვია. 1918-1919 წლებში ასრულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას. 1920 წელს აირჩიეს ფარმაციის კათედრის გამგედ, ხოლო მოგვიანებით სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად. 1930-1943 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრას. ვარლამ მოსეშვილი იკვლევდა სანარკოზო ნივთიერებების მოქმედებას, მცენარეული წარმოშობის სამკურნალო ნივთიერებების გავლენას გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემებზე და სხვა. დაწერა ზოგადი ფარმაკოლოგიის სახელმძღვანელო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლილუაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 284.
  • გაიპარაშვილი ზ., ლილულაშვილი მ., „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბილისი, 2006