ვანო წულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვანო წულაძე
დაბადების თარიღი 1889
ბუგუელში, ამბროლაური
გარდაცვალების თარიღი 1983
საქმიანობა კრიტიკოსი, მთარგმნელი, პოეტი

წულაძე ვანო — ქართველი კრიტიკოსი, მთარგმნელი, პოეტი. დაიბადა სოფელ ამბროლაურში. 1927 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1916 წლიდან ლექსებითა და პოეტური თარგმანებით. პირველი კრიტიკული წერილები 1917 წელს გამოაქვეყნა. მას ეკუთვნის მხატვრული ნარკვევების წიგნები „მყინვარწვერისაკენ” (1929), „რუსთავი” (1948), წერილები ქართველ, რუს, უკრაინელ მწერლებზე, თარგმნის პრობლემებზე; თარგმნა პუშკინის, ფრანკოს და სხვათა ნაწარმოებები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]