ვანლერ დაისელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვანლერ დაისელი (ნამდვილი სახელი და გვარი — ივანე სერგოს ძე ბაბუაძე; დ. 1903, სოფ. ზედა საქარა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. სავარაუდოდ 1932 ან 1937) — ქართველი მოდერნისტი პოეტი.

1927 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, მინიატურებს, პიესებს. იყო „სომნამბულების“ სახელით ცნობილი ლიტერატურული ორდენის დამფუძნებელი და ლიდერი (თბილისი, 1925). ავტორია პოეტური კრებულებისა: „მზის სისხლი“ (1926); „გული და დღეები“ (1927); „გუშინ და ხვალ“ (1928). ცალკე წიგნად გამოვიდა მისი მოთხრობა „ლივილა“ (1927). 1920-იან წლებში რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ. გადასახლებული იყო არხანგელსკში, სადაც მისი კვალი 1932 წლის შემდეგ ქრება. რეაბილიტირებულია 1968 წელს.

2018 წელს პირველად გამოიცა ვანლერ დაისელის წიგნი „მზის სისხლი“, რომელშიც მკვლევარმა ლევან ჟვანიამ თავი მოუყარა პოეტის მიერ, 26 წლის ასაკამდე, 1926-1929 წლებში, შექმნილ სხვადასხვა გამოცემაში გამოქვეყნებულ ლექსებს, მინიატურებს, პირად ჩანაწერებსა და წერილებს აერთიანებს (მ.შ. ნოველას „ლივილლა“), რომელიც გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმსა და საქართველოს შსს სამინისტროს არქივშია დაცული. წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ქალაქ თბილისის საკრებულოში.[1][2] აგრეთვე, წიგნში დაბეჭდილია ვ. დაისელის ორი სისხლის სამართლის საქმის ნაწილი. 2019 წელს გამოვიდა პოეტის მეორე წიგნი „გადამტყდარი რკალი“ (შემდგენელ-რედაქტორი: ლევან ჟვანია). [წყარო არ არის მითითებული 961 დღე]

2020 წელს თბილისში, ვალერიან გუნიას ქუჩაზე № 4, სადაც პოეტი 1920–1929 წლებში ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა.[3] თბილისის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის განკარგულებით, ისნის რაიონში, ბანაკის დასახლების II ქუჩას და მასთან არსებულ ერთ ჩიხს ეწოდა პოეტის სახელი.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვერენჩხილაძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 297.;
  • კაპანაძე ს. მოდერნიზმის ისტორიისათვის საქართველოში // ინტელექტი . – 2001 . — № 1 . – გვ. 130–132;
  • ავალიანი ლ. ვანლდერ დაისელის დაბრუნება // ლიტერატურული გაზეთი . — 2020 . — № 2 (258) – გვ. 15-16.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მიქაძე, ზვიადი (21 დეკემბერი, 2018). „წიგნი ვანლერ დაისელის შემოქმედების შესახებ“. kvemokartli.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-30. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „თბილისის საკრებულოში რეპრესირებული პოეტის ვანლერ დაისელის პოეზიის საღამო და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა“. interpressnews.ge. 21 დეკემბერი, 2018. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „პოეტ ვანლერ დაისელის მემორიალური დაფა გაიხსნა“. interpressnews.ge. 23 იანვარი, 2020. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბანაკის დასახლების II ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის პოეტის ვანლერ დაისელის სახელის მინიჭების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (29 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2021