ვალისნერია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Vallisneria spiralis

ვალისნერია (Vallisneria სახელი ეწოდება ანტონიო ვალისნრერის პატივსაცემად.[1]) — ერთლებნიან მრავალწლოვან მცენარეთა გვარი წყლის სუროსებრთა ოჯახისა. წყალში ჩაყურსული ბალახია. ამ გვარის 6 სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერი სარტყლის წყალსატევებში ყველაზე მეტად ცნობილია Vallisneria spiralis, რომელიც გვხვდება დუნაის, დნეპრისა და ვოლგის შესართავში, კავკასიის, შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ტბებში; საქართველოში - ბებესირის ტბა (აფხაზეთი). მისი ცალსქესიანი ყვავილები დასამტვერად წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, შემდეგ კვლავ წყალში ჩაიძირება და ნაყოფიც იქ მწიფდება. ვალისნერიას ხშირად ამრავლებენ აკვარიუმებში. საკვები ბალახია თევზებისა და მცურავი ფრინველებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 284, თბ., 1979
  • Brown, Phillip J. 1977. Vallisneria. TFH 4/77.
  • Brunner, Gerhard. 1973. Aquarium Plants. T.F.H. Publ., N.J.
  • Roe, Colin D. 1967. A Manual of Aquarium Plants. Shirley Aquatics, Ltd.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. D. Gledhill (1994). The Names of Plants. Cambridge University Press, Cambridge, UK.. ISBN 9780521366755.