ვაკეპანტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ვაკეპანტები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
კოორდინატები 41°58′00″ ჩ. გ. 43°43′00″ ა. გ. / 41.96680306° ჩ. გ. 43.71683806° ა. გ. / 41.96680306; 43.71683806
ვაკეპანტები — საქართველო
ვაკეპანტები

ვაკეპანტები — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ვაკეპანტებს არ იცნობენ, არც ქართულ ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.

1886 წლის აღწერით, აქ 4 კომლი მოსახლეა (19 კაცი და 29 ქალი, სულ 48 კაცი), ძირითადად ქართველები, რომლებიც დასავლეთ საქართველოდან — იმერეთიდან არიან გადმოსულები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 15, 15 აპრილი, 2019, გვ., 4