ვაზისუბნის მესამე სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაზისუბნის მესამე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, სამხრეთ-დასავლეთით ლომიაურად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება განვითარეუბულ შუა საუკუნეებს. მიწის ხვნის დროს აღმოჩნდა ქვის სამარხები. ინვენტარიდან გადარჩა დაბრტყელებულფარაკიანი ბრინჯაოს ბეჭედი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]