ვაზა (ხომალდი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაზა.
ხომლდი ვაზა მისთვის სპეციალურად აგებულ მუზეუმში

ვაზა (ასევე ვასა, შვედ. Vasa, ინგლ. ზოგჯერ Wasa) — XVII საუკუნის შვედური საბრძოლო ხომალდი (ზღვაში 1628 წელს ჩაუშვეს). ხომალდი შვედეთის მეფე გუსტავუს ადოლფუსის სახელზე აიგო (სახელწოდება იმ დროის შვედეთის სამეფო გვარი ვაზას მიხედვით მიიღო).

როგორც ყველაზე მძლავრი და ძვირადღირებული ხომალდი, ვაზა შვედეთის სამეფო ფლოტის ფლაგმანი უნდა გამხდარიყო, თუმცა კონსტრუქციაში დაშვებული შეცდომების გამო ხომალდი დაახლოებით ერთი საზღვაო მილის (2 კმ) გავლის შემდეგ 1628 წლის 10 აგვისტოს გადაბრუნდა და ჩაიძირა სტოკჰოლმის ყურის სიახლოვეს. 1961 წელს ხომალდი ამოსწიეს და მისთვის განკუთვნილ მუზეუმში განათავსეს. ვაზა დღეისთვის შემორჩენილი მსოფლიოში ერთადერთი XVII საუკუნის აფროსანი ხომალდია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]