ექსტრადიცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ექსტრადიცია დამნაშავეთა გადაცემა — ერთი სახელმწიფოდან მეორეში ძებნილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის გადაცემის ფორმალური პროცესი.

საფუძველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც წესი, ერთი სახელმწიფოდან მეორეში პირის ექსტრადიციისათვის საჭიროა ორ სახელმწიფოს შორის საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობა. თუმცა, ზოგიერთი სახელმწიფოს პრაქტიკის მიხედვით, პირის ექსტრადიცია შესაძლებელია ასევე ხელშეკრულების არარსებობის პირობებშიც, რა დროსაც რიგ შემთხვევებში გადამცემი სახელმწიფო მიმღებისგან ითხოვს სანაცვალგებო თანამშრომლობის გარანტიას. გავრცელებული აზრის თანახმად, არ არსებობს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმა, რომელიც სახელმწიფოებს ექსტრადიციას დაავალდებულებდა.

შეზღუდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსტრადიცია ნებისმიერ შემთხვევაში არ არის შესაძლებელი. ექსტრადიციასთან შეზღუდვები განსხვავდება ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სახელმწიფოებს შორის პრაქტიკის მიხედვით. თუმცა, ყველაზე გავრცელებულ შეზღუდვებს შემდეგი წარმოადგენს: ექსტრადიცია, როგორც წესი არ არის შესაძლებელი პოლიტიკური, ფისკალური ან სამხედრო დანაშაულისათვის; აკრძალულია პირის ექსტრადიცია იმ ქვეყანაში, სადაც მას ემუქრება წამების, სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძირითადი უფლებების დარღვევის საფრთხე; დაუშვებელია ლტოლვილის ექსტრადიცია; აკრძალულია პირის ექსტრადიცია თუ მის მიმართ გამოტანილი განაჩენით დაირღვა ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპი (Ne bis in idem).

ექსტრადიცია ევროკავშირში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროკავშირში სახელმწიფოებს შორის ძებნილების გადაცემის მსოფლიოში ყველაზე გამარტივებული ფორმა არსებობს, რომელიც მანამდე მხოლოდ სკანდინავიურ სახელმწიფოებში იყო. მოქმედი რეგულირებების მიხედვით, ძებნილი პირის დაკავებისა და ევროკავშირის წევრ მეორე სახელმწიფოში გადაცემისათვის საკმარისია მხოლოდ საექსტრადიციო პირზე გამოცემული ევროპული დაპატიმრების ორდერის მიწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]