ერქომაიშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერქომაიშვილი.

ერქომაიშვილები — გურული ხალხური სიმღერების მომღერალ-მგალობელთა ტრადიციული ოჯახი. ცხოვრობდნენ სოფელ მაკვანეთში. განსაკუთრებით გამოირჩევა გიგო ერქომაიშვილის სამი ვაჟი - არტემი, ანანია, ვლადიმერი და არტემის შვილიშვილი ანზორი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერქომაიშვილები თავდაპირველად ასკანაში ცხოვრობდნენ. გიორგი ერქომაიშვილი ადრე გარდაიცვალა და დარჩა მისი შვილი თომა მეუღლით და მცირეწლოვანი ივანეთი. ივანეს იშვიათი, „გამყივანი“ ხმა ჰქონდა. ივანე ამღერეს მისი ბატონის, ტელემაკ ასათიანის ქალისა და აკეთელი სოფრომ მგელაძის ქორწილში. მისმა ნამღერმა ასკნანლებს აკეთლებზე გაამარჯვებინა. ქორწილის შემდეგ ტელემაკ ასათიანმა ივანე თავის სიძეს აჩუქა.

ივანე აკეთში დაოჯახდა და ეყოლა სამი შვილი, რომელთაგან ორი, ბეგლარი და მიხეილი, სახადით ადრე გარდაიცვალა. ჩქარა მათ ივანე და მისი მეუღლე მიჰყვნენ და დარჩა მხოლოდ გიგო. გიგო ერქომაიშვილი ნათლია სოფრომ მგელაძემ თავის და ჯაჯიკს მისცა აღსაზრდელად მაკვანეთში. გიგო მაკვანეთში დაოჯახდა, ცოლად შეირთო ცნობილი მომღერლის, გიორგი ბაბილოძის და ეგვიტი. ეყოლა ათი შვილი, მათგან ცნობილი გახდა სამი: არტემი, ანანია და ვლადიმერი. გიგო ერქომაიშვილმა შექმნა გუნდი სოფელში. გიგოს გუნდი სოფლის ეკლესიაში გალობდა 1860-70-იან წლებში.

გიგო ერქომაიშვილის გუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიგო ერქომაიშვილის ჩანაწერები ერთ-ერთი უძველესი ჩანაწერებია. მისი გუნდის მიერ ნამღერი 50 სიმღერა 1907 წელს ჩაწერეს გერმანელებმა თბილისში. გიგო ერქომაიშვილის გუნდში მღეროდნენ გიორგი ბაბილოძე, ივლინე კეჭაყმაძე, ერმილე მოლარიშვილი, გიორგი იობიშვილი, ნანიკო ბურძგლა, ლუკა თოიძე და არტემ ერქომაიშვილი. მომღერლების თბილისში დაბინავების ხარჯები ლიხაურელმა მასიკო სალუქვაძემ გაიღო. მომღერლები შეხვდნენ აკაკი წერეთელს.

არტემ ერქომაიშვილის გუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წელს არტემ ერქომაიშვილმა ქუთაისში ჩატარებულ I რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ბათუმის გუნდი გაიყვანა. გუნდში მღეროდნენ გიგო, არტემ, დავით, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები. ჟიურიმ გუნდს I ადგილი და უმაღლესი ჯილდო მიაკუთვნა. 1929 წელს გუნდი გამოვიდა თბილისში II რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. 1930 წელს კი მონაწილეობა მიიღო თბილისში, რუსთაველის თეატრში გამართულ გამარჯვებული გუნდების კონცერტში. ამის შემდეგ არტემ ერქომაიშვილის გუნდი მიიწვიეს ლენინგრადში, მოსკოვსა და ხარკოვში.

ცნობილი ერქომაიშვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეგეჭკორი ვ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, წგნ. 1—3, თბ., 1954—1966;
  • ჟურნალი „ოზურგეთი“, გვ. 3, 24 — 2001