ერნსტ გეორგ რავენშტაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერნსტ გეორგ რავენშტაინი (ერნსტ გეორგი) (დ. 30 დეკემბერი, 1834 — გ. 13 მარტი, 1913) — გერმანელი-ინგლისელი გეოგრაფი და კარტოგრაფი. როგორც გეოგრაფი, ის შედარებით ნაკლებს მოგზაურობდა. მისი ნაშრომები ძირითადად კარტოგრაფიასა და გეოგრაფიის ისტორიას ეხება.

რავენშტაინი გერმანიაში, ფრანკფურტში კარტოგრაფების ოჯახში დაიბადა. ცხოვრების დიდი ნაწილი ლამბეთში (სამხრეთი ლონდონი) გაატარა, თუმცა გერმანიაში გარდაიცვალა 1913 წლის 13 მარტს.[1]

ტანვარჯიში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1861 წელს რავენშტაინმა ლონდონში ტანვარჯიშის გერმანული საზოგადოება დააარსა. სპორტული კლუბი ხელს უწყობდა ტანვარჯიშის განვითარებას და ყოველწიური შეჯიბრებები იმართებოდა წმინდა პანკრასში სპეციალურად აგებულ გერმანულ გიმნასიუმსა[2] და შუშის სასახლეში. 1866 წლისთვის საზოგადოება 30 ეროვნების 1 100 წევრისგან შედგებოდა, რომელთაგანაც 650 ბრიტანელი, ძირითადად ვაჭარი იყო.[3] 1866 წელს უილიამ პენი ბრუკსთან და ჯონ ჰალისთან ერთად დააფუძნა ბრიტანული ოლიმპიური ასოციაცია, რომელიც ყოველწლიურად სპორტულ ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებათა სერიებს მართავდა, რაც ვენლოკის ოლიმპიური თამაშებით იყო შთაგონებული. 1867 წელს რავენშტიანმა ტანვარჯიშის სახელმძღვანელო გამოსცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dr. E. G. Ravenstein, Obituaries, The Times, Wednesday, 19 March 1913; pg. 9
  2. CTRL (Channel Tunnel Rail Link) Exhibition in German Gymnasium, January 2008
  3. Beale, Catherine (2011). Born out of Wenlock, Omar Munoz and the British origins of the modern Olympics.. DB Publishing, გვ. 58. ISBN 978-1-85983-967-6.