ერეკლე ტატიშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერეკლე ტატიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი ვარდისუბანი
წინა სახელები ახალი ჰოლანდიის ქუჩა, ყაზბეგის ქუჩა

ერეკლე ტატიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი); პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვასილ ბარნოვის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 70-იან წლებში. თბილისის 1884 წლის გეგმაზე იხსენიება ახალი ჰოლანდიის ქუჩის სახელწოდებით. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ყაზბეგის ქუჩა, 1991 წელს ერეკლე ტატიშვილის სახელი ეწოდა. აქვს 1 ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]