ერასტი თურქისტანიშვილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ერასტი თურქისტანიშვილი (დ. უცნობია ― გ. 1735), ქართველი მწიგნობარი. ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში 1724. მეფის დავალებით რუსულიდან ქართულად თარგმნა "აპოფთეგმატა", რომლის ორი რედაქცია არსებობს - ვრცელი და მოკლე. თურქისტანიშვილის მიერ თარგმნილი მოკლე რედაქცია ვახტანგ VI-მ გალექსა და "სიბრძნე მალაღობელი" უწოდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966
- იმედაშვილი გ., ქსე, ტ. 5, გვ. 19, თბ., 1980
სტატიის