ეპისტოლე წმ. მოციქულისა იაკობისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკობ მოციქული

ეპისტოლე წმ. მოციქულისა იაკობისი — ჩვენამდე მოღწეულ ეპისტოლეთა შორის პირველი ეპისტოლე, რომელიც შეიქმნა დაახ. 50 წელს.

ეპისტოლეს მისი ავტორი იაკობი იესო ქრისტეს ხორციელ ძმად მოიხსენიება, რომელიც სულიწმიდის მოფენის შემდეგ იერუსალიმის ეკლესიის ეპისკოპოსი გახდა (გალატ. 2,9). მისი ეპისტოლე მიმართულია ქრისტიანული ეკლესიისადმი, რომელიც დაიწერა ისრაელის 12 ტომის გაბნეულობის დროს. ეპისტოლე ებრაელთაგან ქრისტიანობაზე მოქცეულ ადამიანებს მოუწოდებს რწმენის ცოცხალი გამოვლინებისაკენ, ზნეობრივი სრულყოფილებისაკენ სწრაფვის აუცილებლობისკენ და ამბობს, რომ მკვდარი რწმენა არ უნდა მოელოდეს „ზეგარდმო“ შველას. ჭეშმარიტ მორწმუნეს მისი საქციელი გამოაჩენს. მაცხოვნებელი რწმენა სიყვარულში გამოიხატება, სხვაგვარად რწმენას ფასი არ აქვს ღვთის თვალში. რწმენა გამოიხატება აგრეთვე მორჩილებაში: იაკობს აბრაამის მიერ ისაკის მსხვერპლშეწირვის მზადყოფნა მოაქვს მაგალითად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქ. ლორთქიფანიძე, კათოლიკე ეპისტოლეთა ქართული ვერსიები X-XIV სს. ხელნაწერების მიხედვით, თბილისი, 1956, გვ. 39-50.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: