ეპიკა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპიკა
EpicaGroupShot Live 2007.JPG
ბიოგრაფია
წარმოშობის ადგილი 2003, ჰოლანდია
ჟანრ(ებ)ი სიმფონიური მეტალი, გოთური მეტალი
აქტიური 2003 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Transmission, Nuclear Blast
ასოციაციები After Forever, God Dethroned, Kamelot, Delain, Sons of Seasons
ვებ-გვერდი ოფიციალური ვებ-გვერდი
წევრები
სიმონე სიმონსი
მარკ იენსენი
ისააკ დალაჰაიე
კოენ იენსენი
არიენ ვან ვისენბეკი
ყოფილი წევრები

ჰელენა მიქაელსენი
იერონ სიმონსი
ედ სლუიჯტერი

ეპიკაჰოლანდიური ჯგუფი, რომელიც ასრულებს გოთურ და სიმფონიურ მეტალს. იგი დააარსა გიტარისტმა და ვოკალისტმა მარკ იენსენმა.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] Cry for the Moon (2002–2003)

2002 წელს მარკ იენსენმა დატოვა ჯგუფი After Forever, შემოქმედებითი მისწრაფებების გამო. ამის შემდეგ მან დაიწყო მუსიკოსების ძიება, რომ შეექმნა ახალი ჯგუფი. მისი პროექტი კლასიკურ/სიმფონიურ სტილს შეეხებოდა. თავდაპირველად ჯგუფს დაერქვა Sahara Dust.[1] ოდნავ მოგვიანებით, 2002 წელს ჯგუფში ვოკალისტად აიყვანეს ჰელენა მიქაელსენი,[1] მაგრამ იგი მალევე შეცვალა ჯგუფის ახლანდელმა ვოკალისტმა, ლირიკულმა მეცო-სოპრანომ სიმონე სიმონსმა, რომელიც იმ დროისათვის იენსენის შეყვარებული გახლდათ. მათი სახელი შეიცვალა ეპიკათი, კამელოტის ერთ-ერთი ალბომის მიხედვით.

ეპიკა დაკომპლექტდა ქოროთი (2 მამაკაცი და 4 ქალი) და ორკესტრით (სამი ვიოლინო, ორი ალტი, ორი ჩელო და კონტრაბასი). საჰარა დასტის სახელით ჯგუფმა ჩაწერა მისი ორსიმღერიანი დემო Cry for the Moon 2002 წელს. შედეგად, ეპიკამ კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Transmission Records.

[რედაქტირება] The Phantom Agony (2003–2004)

სადებიუტო ალბომი The Phantom Agony, რომლის პროდიუსერიცაა საშა პაეთი, გასაყიდად 2003 წლის მიწურულს გამოვიდა. სიმღერა ალბომიდან Façade of Reality დაწერილია 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შესახებ და შეიცავს ნაწყვეტებს ტონი ბლერის გამოსვლებიდან.[2]

ალბომი შეიცავს სინგლებს : The Phantom Agony, Feint და Cry for the Moon.

[რედაქტირება] Consign to Oblivion / The Score (2005–2007)

სიმონე სიმონსი კონცერტზე, 2004 წელი.

მათი მეორე გამოცემა, Consign to Oblivion შეიქმნა მაიას ცივილიზაციის კულტურის გავლენით.[3] ამ ალბომით მოხდა ორი ახალი სინგლის პრეზენტაცია: Solitary Ground და Quietus (Silent Reverie).

2005 წელს ეპიკამ გამოუშვა მისი არამეტალური ალბომი The Score - An Epic Journey, რომელიც ჰოლანდიურ ფილმ ჯოირაიდს დაედო საუნდტრეკად. მარკ იენსენმა ამ ალბომს ახასიათებს როგორც ჩვეულებრივ ეპიკას, „მხოლოდ ვოკალის, გიტარების, ბასისა და დრამის გარეშე“.[4]

2005 და 2006 წლებში ეპიკამ პირველად გამართა მსოფლიო ტურნე და გაემართა ჩრდილოეთ ამერიკაში, ჯგუფ კამელოტთან ერთად. ტურნეს დამთავრების შემდეგ დრამერმა იეირონ სიმონსმა ჯგუფი დატოვა და განაცხადა, რომ მისი მუსიკალური აზროვნება სხვა ინტერესებს ითვალისწინებდა. 2006 წლის მიწურულს სიმონე მიიწვიეს ამერიკულ ჯგუფ კამელოტში, სადაც მან ორი სინგლი ჩაწერა: Blücher და Season's End. ეს სიმღერები შევიდა ალბომში Ghost Opera. 2006 წლის დეკემბერში ჯგუფში მიიღეს ახალი დრამერი არიენ ვან ვისენბეკი.

[რედაქტირება] The Divine Conspiracy (2007–2009)

2007 წლის სექტემბერში ეპიკამ გამართა ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში და გამოუშვა მესამე ალბომი The Divine Conspiracy. ალბომის პირველი სინგლი Never Enough გამოვიდა 2007 წლის 10 აგვისტოს. მეორე სინგლი, Chasing the Dragon, გამოუშვეს 2008 წელს, კლიპის გარეშე. 2008 წლის 16 დეკემბერს, გიტარისტმა ად სლუიტჯერმა ბენდი დატოვა. მისი შემცვლელის, ისააკ დელაჰაიეს შესახებ მათ ოფიციალურ საიტზე ინფორმაცია 2009 წლის იანვარში გამოჩნდა.

ამავე წლის მაისში, ეპიკამ ჩაწერა The Classical Conspiracy, (კლასიკური კონსპირაცია), მათი პირველი ცოცხლად შესრულებული ვიდეო ალბომი. ამ კონცერტზე ეპიკას დაეხმარა 40 კაციანი ორკესტრი და 30 კაციანი ქორო. ჩაწერა განახორციელა Nuclear Blast Records-მა. ალბომი გასაყიდად გამოიცა 2009 წლის 8 მაისს.

[რედაქტირება] Design Your Universe (2009–დღემდე)

2009 წლის 4 მარტს ეპიკამ გამოაცხადა, რომ დაბრუნდებოდნენ სტუდიაში, სადაც დაიწყებდნენ ახალ ალბომზე მუშაობას. აპრილში მათ გამოაცხადეს ახალი ალბომის სახელწოდება Design Your Universe, რომელიც გააგრძელებდა A New Age Dawns-ის საგას, რომელიც დაიწყო Consign to Oblivion-ში. ალბომი 2009 წლის 16 ოქტომბერს გამოვიდა. ეს ალბომი ახალი გიტარისტის, ისააკ დელაჰაიესთვის პირველია. ამ ალბომის ჩაწერისას ბენდს ჰყავდა სტუმარი: ტონი კაკო, სონატა არქტიკას ვოკალისტი. მასთან ერთად შესრულდა სიმღერა White Waters. ალბომი ჰოლანდიურ ჩარტებში მერვე ადგილს იკავებს.

[რედაქტირება] სტილი

ეპიკა შერეული ტიპის ჯგუფია. იგი აერთიანებს პროგრესულ მეტალს, გოთურ მეტალსა და სიმფონიურ მეტალს. ჯგუფის ყოფილი გიტარისტი ედ სლუიჯტერი ეპიკას უწოდებდა „ხიდს პაუერ მეტალსა და გოთიკას შორის“. ვოკალისტი, ლირიკული მეცო-სოპრანო სიმონე სიმონსის დახმარებით ჯგუფს შეგვიძლია ვუწოდოთ სიმფონიური მეტალი.

ეპიკას მუსიკა აგრესიული, მაგრამ მაინც მეტისმეტად სიმფონიურია. ჯგუფი ცნობილია, როგორც პროგრესიულ-სიმფონიური ტენდენციების მატარებელი, მაგრამ მისი მუსიკა აშკარად გოთურ ატმოსფეროს ქმნის.

[რედაქტირება] დისკოგრაფია

[რედაქტირება] დემოები

[რედაქტირება] სტუდიური ალბომები

[რედაქტირება] EP და სინგლები

  • 2003: The Phantom Agony
  • 2004: Feint
  • 2004: Cry for the Moon
  • 2005: Solitary Ground
  • 2005: Quietus
  • 2007: Never Enough
  • 2008: Chasing the Dragon
  • 2009: Unleashed
  • 2010: This Is the Time

[რედაქტირება] სხვა ჩანაწერები

  • 2004: We Will Take You With Us
  • 2005: The Score - An Epic Journey
  • 2006: The Road to Paradiso
  • 2009: The Classical Conspiracy

[რედაქტირება] კლიპები

  • 2003: The Phantom Agony
  • 2004: Feint
  • 2005: Solitary Ground
  • 2005: Quietus
  • 2007: Never Enough
  • 2009: Unleashed
  • 2010: This Is The Time

[რედაქტირება] სქოლიო

  1. 1.0 1.1 ეპიკა. Metalstorm.net. წაკითხვის თარიღი: 2011-06-30.
  2. რასელ ელიოტი (2004). Epica - The Phantom Agony. Musicaldiscoveries.com. წაკითხვის თარიღი: 2011-06-30.
  3. რასელ ელიოტი, მარკ ფიშერი (2005). Epica - Consign To Oblivion. Musicaldiscoveries.com. წაკითხვის თარიღი: 2011-06-30.
  4. მარკ იენსენი (2005). ალბომის შენიშვნებიThe Score — An Epic Journey.

[რედაქტირება] ბმულები

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეპიკა&oldid=1797314-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე