ენ ნიუმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენ ნიუმენი
დაბ. თარიღი 1955
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა მეცნიერი
მუშაობის ადგილი University of Pittsburgh
ალმა-მატერი University of Pittsburgh

ენ ბ. ნიუმენი (ინგლ. Anne B. Newman, დ. 1955) — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის მაგისტრი. მეცნიერი, რომელიც სპეციალიზირებულია ეპიდემიოლოგიის და გერონტოლოგიის მიმართულებით. პიტსბურგის უნივერსიტეტის ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის ხარისხების მფლობელი. ენ ნიუმენი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ათეროსკლეროზს, დღეგრძელობას და კონკრეტულ ფაქტორებს, რაც ასაკის მატებასთან ერთად დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მას აქვს ფართო ცოდნა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სარკოპენიის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. იგი სპეციალიზირებულია გერიატრიაში, გერონტოლოგიასა და ეპიდემიოლოგიაში. ენ ნიუმენი იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც მიიღო პიტსბურგის უნივერსიტეტის კატრინ მ. დეტრეს ჯილდო "მოსახლეობის ჯანმრთელობის" მიმართულებით. მისი პუბლიკაციები ხშირად იბეჭდება და შეყვანილია 2015 წლის ყველაზე ციტირებულ მეცნიერთა ISI Web of Knowledge სიაში, რომელიც გამოქვეყნდა Thomson Reuters-ის მიერ. [1] ენ ნიუმენი საპატიო საზოგადოება Delta Omega -ს წევრია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ამერიკის ეპიდემიოლოგიური საზოგადოების მიმართულებით. ენ ნიუმენს უმაღლესი კვალიფიკაცია გააჩნია გერიატრიულ მედიცინაში. იგი სერტიფიცირებულია ამერიკული შინაგანი მედიცინის საბჭოს მიერ. ნიუმენი ცხოვრობს პოინტ ბრიზში, პენსილვანიაში მეუღლესთან, ფრენკ კირკვუდთან ერთად. მას ჰყავს სამი შვილი: დანი, ჯო და ბრიჯიტი.

Განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი მკვლევარი დაიბადა პენსილვანიაში. მან 1978 წელს დაამთავრა პიტსბურგის უნივერსიტეტი ბიოლოგიის ბაკალავრის ხარისხით. 1982 წელს მან მიიღო პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორის ხარისხი. ნიუმენმა დაასრულა პიტსბურგის პრესვიტერიანული საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის რეზიდენტურა ( პენსილვანია). შემდეგ განაგრძო მუშაობა იმავე საავადმყოფოში, რათა გერიატრიაში მიეღო სტიპენდია. 1987 წელს სტაჟირების დასრულების შემდეგ მან ასევე მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი პიტსბურგის უნივერსიტეტიდან. [2]

Კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოქტორმა ნიუმენმა 19-წლიანი კვლევითი კარიერა დაიწყო 1988 წლიდან გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესწავლით გულის, ფილტვების და სისხლის ეროვნულ ინსტიტუტში. მან შეაფასა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორები, შედეგები და ბუნებრივი ისტორია 65 წლის და უფროსი ასაკის მამაკაცებსა და ქალებში. ასევე შეისწავლა სხეულის წონის და მუცლის ცხიმის გავლენა სხეულის ქვედა ნაწილზე (ცხიმის გროვები ბარძაყებსა და დუნდულებზე), დაადასტურა, რომ სხეულის ცხიმის არსებობა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. [3] გამოიკვლია ფიტნესის გავლენა კოგნიტურ, კუნთოვან და ფიზიკურ ფუნქციებზე დაბერების და ხანგრძლივი სიცოცხლის დროს. ნიუმენი წამყვანი მკვლევარის რანგში მონაწილეობდა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისა და CDC-ის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე ხანგრძლივ კვლევაში დაბერების შესახებ. [4] ამჟამად კლინიკური ცდების მთავარი მკვლევარია დაბერების ეროვნულ ინსტიტუტში ( NIA ). [5] მისი ამჟამინდელი კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: "ხანდაზმულთათვის ცხოვრების წესი და დამოუკიდებლობა" (2009-2016 წწ.), "ასპირინი ხანდაზმულებში შემთხვევების შესამცირებლად" (2009-2016), "ოჯახის ხანგრძლივობის" კვლევა (2004-2019) და კვლევა CHS All Stars „განსაკუთრებული სიბერე: A 12 -წლის ტრაექტორია ფუნქციონირებისთვის“ (20042016).

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს ენ ნიუმენმა მუშაობა დაიწყო პიტსბურგის უნივერსიტეტში. მან დაიკავა ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის და დაბერების და მოსახლეობის ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის თანამდებობები. [6] ამ ცენტრში ფუნქციონირებს პროფილაქტიკის ცენტრი CDC , რომელმაც სახელი გაითქვა სახელი დოქტორანტების მომზადებით დაბერების ეპიდემიოლოგიის სფეროში. მათ მიენიჭათ ჯილდო NIA National Service Award. ნიუმენი ატარებს ოთხ კურსს პიტსბურგის უნივერსიტეტში: "დაბერების სიღრმისეული ეპიდემიოლოგია", "დაბერების ბიოლოგია და ფიზიოლოგია", "წერილი ეპიდემიოლოგიაზე: ხელნაწერები და გრანტები" და "დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგიური საფუძვლები". 2014 წელს ენს მიენიჭა პატივი, გამხდარიყო პირველი მეცნიერი, რომელმაც მიიღო ჯილდო Katherine M. Detre პიტსბურგის უნივერსიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მეცნიერებების დეპარტამენტიდან. [7] ნიუმენს გამოქვეყნებული აქვს 500-ზე მეტი სტატია სამეცნიერო ჟურნალებში და არის Journal of Gerontology: Medical Science-ის ასოცირებული რედაქტორი. იგი შევიდა 2015 წლის ყველაზე ციტირებულ მეცნიერთა ISI Web of Knowledge-ის სიაში, რომელიც გამოქვეყნდა Thomson Reuters-ის მიერ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Newman, Anne-ResearcherID: C-6408-2013. Thomson Reuters. ციტირების თარიღი: 2015-11-04
  2. Anne B. Newman, MD, MPH. University of Pittsburgh Graduate School of Public Health. ციტირების თარიღი: 2016-11-12
  3. Rubin, Rita (2005-08-10). „Study finds some benefits to lower-body fat“. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-16. ციტირების თარიღი: 2015-11-04.
  4. Einstein/Montefiore Department of Medicine. Albert Einstein College of Medicine (2014-04-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-11-04
  5. Wereschagin, Mike. (2014-06-02) Newsmaker: Dr. Anne B. Newman. Trib Total Media, LLC. ციტირების თარიღი: 2016-11-12
  6. „Six Women in New Teaching Posts at Leading Universities“. Bartonsville, Pennsylvania: Women In Academia Report. 2014-06-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-10. ციტირების თარიღი: 2015-11-04.
  7. Wereschagin, Mike (2014-06-02). „Newsmaker: Dr. Anne B. Newman“. Pittsburgh, Pennsylvania: Tribune-Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-11-04.