ემუხვარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ემხვარები)
ემუხვარების გერბი
ემუხვარების ძველი გერბი, რომელიც ადასტურებს ემუხვარების ამილახვრებისაგან წარმომავლობას (ორივეზე გამოსახულია ოქროს საწმისი — ქართული სიმბოლო).[1] ამ გერბს ამილახვრებიც იყენებენ.

ემუხვარები, ემხვარები (აფხ. Аимхаа//Эмхаа — აჲმხაა//ემხაა) — ქართული[2] თავადური საგვარეულო აფხაზეთიდან. ისინი გავლენიანი და ცნობილი საგვარეულოს, ამილახვრების ჩამომავლები (განშტოება) იყვნენ[2]. მათი საცხოვრისი იყო სოფ. ოქუმი (თუმცა, უნდა ითქვას, რომ ისინი მთელ აფხაზეთში იყვნენ მიმოფანტული). სამეგრელოს სამთავროში თავადები არ იყვნენ. იქ გლეხის სტატუსი ჰქონდათ და ცნობილები იყვნენ, როგორც ეხვაიები.[3][4]არსებობდა ვერსია, რომ მათი გვარის აფხაზურმა ვარიანტმა „ემხაამ“ წარმოშვა მისი ფორმა ემუხვარი/ემხვარი[5], რაც სიცრუე აღმოჩნდა. ეს იმით დასტრუდება, რომ დღევანდელი  აფხაზეთის  ტერიტორიაზე XVI საუკუნის შემდგომ აფხაზთა (აფსუები) ჩამოსახლებისა და დამხვდურ ქართველთა ასიმილაციის პროცესში აფხაზებმა, როგორც  ჩანს, ქართულ გვარებში წარმოდგენილი ორი  ხმოვანი აფხაზურ კრებითობის მაწარმოებელ -აა სუფიქსთან გააიგივეს და ამგვარად გაითავისეს ისინი. თ. გვანცელაძეს ამ ვარაუდის მხარდამჭერი ჰგონია ისეთი შემთხვევებიც, როცა  ქართულ გვარსახელებში არ დასტურდება -ვა // -აა სუფიქსი, მაგრამ აფხაზურ გამოთქმაში მაინც არის -აა სუფიქსი. ასეთებია: არსთ-აა < ერისთავ-ი და აჲმხ-აა // ემხ-აა < ქართ. ემხვარ-ი < ამილახვარ-ი.[4] [6] აფხაზებს უჭირდათ ქართული გვარების წარმოთქმა და შეამოკლეს როგორც აჲმხაა//ემხაა.[7]ემხუვარებს, როგორც აფხაზეთის დანარჩენ საგვარეულოებს, ერთმანეთში მჭიდრო ნათესაური კავშირი ჰქონდათ, მათ შორის აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეების საგვარეულოსთან. რუსეთის იმპერიამ საგვარეულოს მხოლოდ 1910 წ. კვლავ მიანიჭა თავადის სტატუსი[8][2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Apsnyteka.org — Род князей Аимхаа (Емхаа, Эмухвари)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნატო მარშანია, ქედუხრელი რაინდი, თბილისი: უნივერსალი, 2012. — გვ. 18, ISBN 978-9941-17-662-3.
  2. 2.0 2.1 2.2 Cyrille Toumanoff, Les Maisons princières géorgiennes de l'Empire de Russie, Rome, 1983. — გვ. 33.
  3. პ. ცხადაია, გვარები და გვართა დასახლებანი სამეგრელოში, თბილისი, 2000. — გვ. 83.
  4. 4.0 4.1 სოფიო კეკუა, ოდიშ-აფხაზეთის ონომასტიკა ისტორიული საეკლესიო საბუთების მიხედვით, გამომცემლობა "უნივერსალი", 2021. — გვ. 68, 164, ISBN 978-9941-33-191-6.
  5. Apsnyteka.org — Род князей Аимхаа (Емхаа, Эмухвари)
  6. თეიმურაზ გვანცელაძე, სოფიკო ჭაავა, აფხაზური ენა: წარსული, აწმყო და... : ეკოლინგვისტური და სოციოლინგვისტური ანალიზი, გამომცემლობა "სამშობლო", 2021. — გვ. 197, ISBN 978-9941-9771-0-7.
  7. მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ქართველთა დენაციონალიზაცია XVII-XX საუკუნეებში: საინგილო, აფხაზეთი, ქართლ-კახეთი, მესხეთი, თრიალეთი, შიდა ქართლი, თბილისი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2010. — გვ. 170, ISBN 978-9941-14-813-2.
  8. Абхазское княжество // Думин С. В., Анчабадзе Г.З. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 20.