ჰასან შეიხ მუჰამადი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჰასან შეიხ მუჰამადი | ||
| სომალის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | ||
| დაიკავა | 10 სექტემბერი, 2012 | |
| წინამორბედი | შარიფ აჰმედი | |
|
|
||
| დაბადებული | 29 ნოემბერი, 1955 ჯლალაქსი ჰირანი, სომალი |
|
| პოლიტიკური პარტია | მშვიდობისა და განვითარების პარტია | |
| რელიგია | ისლამი | |
ჰასან შეიხ მუჰამადი (სომალ. Xasan Sheekh Maxamuud, არაბ. الشيخ حسن محمود; დ. 29 ნოემბერი, 1955, ჯლალაქსი, სომალი) — სომალელი მასწავლებელი, ბიზნესმენი, სოციალური აქტივისტი და პოლიტიკოსი. მშვიდობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენელი. მენეჯმენტისა და მართვის ინსტიტუტის ყოფილი დეკანი[1]. 2012 წლის 10 სექტემბერს, სომალის პარლამენტმა აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად[2]. მისი არჩევით დასრულდა ქვეყნის ისტორიის გარდამავალი პერიოდი.
12 სექტემბერს მოგადიშოს სასტუმროში კენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე სამხედრო დაჯგუფება ალ-შაბაბის ტერორისტებმა მოახდინეს აფეთქება, რომელიც ითვალისწინებდა ახლადარჩეული პრეზიდენტის ლიკვიდაციას[3].